LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი პრემიერაზე მარიონ კოტიართან ერთად მივიდა (ფოტო)

210

ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ ბრედ პიტი პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. მსახიობი ლოს-ანჯელესში ახალი ფილმის „მოკავშირეების“ პრემიერას დაესწრო. პიტი პრემიერაზე მარიონ კოტიართან ერთად მივიდა, რომელიც ფილმში ასევე ასრულებს მთავარ როლს. სწორედ მარიონ კოტიარი სახელდებოდა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორების მთავარ მიზეზად. მედია წერდა, რომ პიტს ოსკაროსან მსახიობთან რომანი ჰქონდა. ჭორები მას შემდეგ გაბათილდა, რაც გაირკვა, რომ მარიონ კოტიარი მეუღლისგან მეორე შვილს ელოდება.

ბრედ პიტი პრემიერაზე ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა. ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს ბრედ პიტისა და მარიონ კოტიარის ურთიერთობის განსაკუთრებული მომენტებიც. მსახიობები წითელ ხალიჩაზე ერთმანეთისთვის კომპლიმენტებსაც არ იშურებდნენ. ბრედ პიტი საგრძნობლადაა დაკლებული წონაში, თუმცა არაჩვეულებრივად გამოიყურება აკადემიურ სამოსში. შავი ფერის კაბაში გამოჩნდა ფოტოგრაფებთან მარიონ კოტიარი, რომელსაც უკვე ეტყობა მომრგვალებული მუცელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები