LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის ყოფილი მეუღლეები ერთად პირველად გამოჩნდებიან

387

7 იანვარს ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, რომელიც „ოსკარების“ გენერალურ რეპეტიციად ფასდება. ცნობილი ხდება, რომ იმ ვარსკვლავებს შორის, ვინც ნომინაციაში გამარჯვებულებს დაასახელებენ, იქნებიან ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ენისტონი. ბრედ პიტის ყოფილი მეუღლეები ერთად თითქმის არ ჩნდებიან. ბოლოს ისინი 2016 წელს, Critics Choice-ის დაჯილდოებაზე ვიხილეთ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორი ვარსკვლავის ერთად ხილვა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვებაზე იქნება შესაძლებელი.

ცნობილ მსახიობებს შორის, ვინც მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულებს დაასახლებენ, ასევე იქნებიან ჰიუ გრანტი, იზაბელ იუპერი, რიკი მარტინი, პენელოპა კრუსი, კიტ ჰარინგტონი, ემილია კლარკი, ემა უოთსონი, ალისია ვიკანდერი და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები