LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტისა და უცნობი მამაკაცის „ქუჩური გარჩევა“ ავტოავარიის შემდეგ (ფოტო)

121

ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში, ლოს-ფელიზის რაიონში ავტოავარიაში მოყვა. მისი ავტომობილი „ტესლა“ საპირისპიროდ მიმავალ „ნისანს“ შეეჯახა. თავად მსახიობი და მეორე ავტომობილის მძღოლი უვნებლები გადაურჩნენ ინციდენტს. შემთხვევის ადგილზე მსახიობმა თავის სადაზღვეო აგენტი გამოიძახა. მოგვიანებით კი, მანქანები თავად დაათვალიერა, ფოტოებიც გადაიღო და ავტომობილის მძღოლსაც გაესაუბრა. ავარიის შედეგად კიდევე ერთი ავტომობილი დაზიანდა, რიმლის მძღოლი ასევე ჩანს კადრებში.

გამოცემა „დეილი მეილმა“ ავტოავარიის ფოტოები გაავრცელა. ასევე კადრებიდან ჩანს მსახიობისა და„ნისანის“ მძღოლის დაძაბული საუბარი, რომელიც „ქუჩურ გარჩევას“ ჰგავს. ინციდენტის მონაწილე მხარეები ავტოავარიის მიზეზებს განიხილავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები