LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტ მაკრონის საშემოდგომო ლუქი (ფოტო)

99

საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის ქუჩაში სეირნობდა. მაკრონმა შემოდგომის მზიან ამინდში გასეირნება დაცვის წევრების თანხლებით გადაწყვიტა, აქცენტი მან კლასიკურ ლურჯ პიჯაკსა და ჯინსის შარვალზე გააკეთა, ანსამბლს კი სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.

საფრანგეთის პირველი ლედი მშვენიერ განწყობაზე ჩანდა. ცოტა ხნის წინ მან მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში Vestiaires.. სერიალის შემქმნელებმა ბრიჯიტ მაკრონი მაშინ მიიწვიეს, როდესაც გაიგეს, რომ ის ტელეშოუს დიდი თაყვანისმცემელია. სერიალში მაკრონი საკუთარ თავს განასახიერებს. მისი მონაწილეობით სერიალის ეპიზოდი ეკრანებზე 15 სექტემბერს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები