LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრინჯაოს პრიზიორი ბათუმის დინამოა

99

შაბათს, 10 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს მცირე ფინალი გაიმართა.
ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბათუმელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მე-16 წუთზე თეიმურაზ შონიამ გაიტანა, აჭარელთა კაპიტანმა საკუთარი გუნდის კომბინაცია დააგვირგვინა და ბურთი პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა გატანის რეალური შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

საბოლოოდ ბათუმის „დინამომ“ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა, უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალი გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და 2017-2018 წლების სეზონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

თბილისი, „მიხეილ მესხი“
დინამო ბათუმი: ტიმოფეევი, ტვილდიანი (90’ ვარშანიძე), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, ქავთარაძე (56’ გორელიშვილი), გეგეჭკორი (86’ თევდორაძე), ლობჯანიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

დინამო თბილისი: რევიშვილი, ლოჩოშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, მიქელთაძე, ზარია, თევზაძე (57’ ნინუა), ჯიღაური (46’ ჩაკვეტაძე), ხუბუტია, ჭელიძე (46’ კობოური)
მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

გაფრთხილება: 67’ ტვილდიანი (დინამო ბათუმი), 73’ ცინცაძე, 78’ ჩაკვეტაძე (ორივე დინამო თბილისი), 90’ თევდორაძე (დინამო ბათუმი)
გოლი: 1:0 შონია (16)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები