LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

114

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. ბათუმში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, WALTHER PPK-ისმოდელის პისტოლეტი, მჭიდი და სამი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები