LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს

148

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა  თავშესაფარში გადაიყვანეს.

მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში, ქვემო ფონიჭალაში,  მიმდინარე წლის 8 მარტს დაჭრეს.

ვეტერინარულმა  პერსონალმა ცხოველს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწია.

ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა მის გადასარჩენად საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.  

დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც  ოთხსაათიანი ოპერაცია ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ, თუმცა სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა. ძაღლი დღეს უკვე  უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა  და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“ – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები