LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნოე სულაბერიძემაც დატოვა

685

ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებთან“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარატავს. კითხვაზე, პროექტის დატოვების შემდეგ თუ დაუკავშირდა მას პროექტის გენერალური პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე და მოუწევს თუ არა მას თანხის გადახდა კონტრაქტის დარღვევისთვის.

„ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯდადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც მასთან მქონდა. ის ჩემი მეგობარია და მჯეროდა, თუ ის იქნებოდა პროდიუსერი, შოუ მაღალ დონეზე ჩაივლიდა, თუმცა, მან ჩემამდე დატოვა პროექტი და მოხდა კიდევაც ის, რაც მოხდა.

ჩემთვის მისი წასვლის მიზეზი უცნობია. არც ჩამითვლია საჭიროდ, ჩავრღმავებოდი, უბრალოდ, მე ჩემი ძალებისა და მონაცემების მჯეროდა, არ მითქვამს უარი იმიტომ, რომ ცხოვრება გაძლევს შანსს, ისევ ახალგაზრდა იყო, ექსპერიმენტები აკეთო და ბოლო-ბოლო იცეკვო.

ჩერტკოევმა პროექტს ბევრი რამ წაართვა და „იმედის“ გადასაწყვეტია, შოუს დატოვებენ არხზე თუ ჩერტკოევს. ეს არჩევანი აუცილებლად ექნება არხს. უბრალოდ, მე უფრო ადრე დავინახე ის ავადმყოფობა, რაც ამ შოუში უკურნებელი სენია. შეურაცხყოფას რომ გაყენებენ, უნდა წახვიდე, აბა, რა? მეც ჩემი წამოსვლით უხამსობას გავეცი პასუხი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g