LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცენტრ-პოინტის” საქმეზე ჩვენება ერთ-ერთმა მოწმემ მისცა

77

მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც ჩვენება „ცენტრ-პოინტის“ მენაშენემ მისცა. ეს არის ცალკე წარმოებად გამოყოფილი ე.წ. მიონის ეპიზოდი. საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

სასამართლოს წინაშე მოწმემ განმარტა, რომ კომპანიასთან სამი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა არცერთი ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა. მოწმის თქმით, ბინა საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირეს.

„19 ათასი შევიტანე და მშენებლობაც გაჩერდა. შემდეგ კი ისევ იყო ხელშეკრულება, რომელიც დაირღვა. მესამე ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, რომელიც ასევე დაირღვა. ე.წ. „თეთრი კარკასიუნდა ჩამბარებოდა, მაგრამ უარი თქვეს. ამის შემდეგ ე.წ. „შავი კარკასიუნდა ჩამბარებოდა და დამატებითი თანხების გადახდა მთხოვეს, კომუნიკაციების გასაყვანად უნდა დამემატებინა,“ – განაცხადა მოწმემ.

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ეს ეპიზოდი თითქმის დასკვნით ეტაპამდეა მისული. ბრალდებამ კიდევ ორი მოწმე უნდა დაკითხოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები