LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

1015
68

“ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებული მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს. 11 წლიანი საქმე, სააპელაციო სასამართლოში მიღებული საპროცესო შეთანხმებს შემდეგ დახურულია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართებით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება.

საპროცესო შეთანხმების ბოლო დეტალები ამ წუთებში ზუსტდება, შემდეგ კი მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მაია რჩეულიშვილი საპატიმროში 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. რჩეულიშვილი “მაგნოლიას” საქმის ეპიზოდზე 2016 წლის ივლისში დააკავეს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერა არცერთი მხარის მიერ არ მომხდარა.

პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, შეთანხმება გაფორმდა, არის ის, რომ ყველა დაზარალებული უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ცნობილია, მერიის შუამდგომლობით, „ცენტრ პოინტის“ მშენებლობები დასრულდება.

ამ წუთებში, ტექნიკური დეტალები ზუსტდება – მხარეები ონლაინ რეჟიმში მსჯელობენ, რის შემდეგაც, მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს.

რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულება რუსუდან კერვალიშვილმა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები