LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილი: „უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო გუკას, რომ თავი ხელში აიყვანა და დამხვდა ისე, როგორც მე ვოცნებობდი…“

1829
rcheulishvili

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის ბიზნესში დაბრუნებას აღარ აპირებს და მოუხადა ბოდიში ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის, რისთვისაც ციხეში რამდენიმე წელი გაატარა.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში მაია რჩეულიშვილმა თავისი შვილის, გუკას შესახებ ისაუბრა, რომელსაც მოგეხსენებათ, დიდი პრობლემები ჰქონდა ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით და ამ პრობლემას წლები ებრძოდა.

მაია რჩეულიშვილმა აღიარა, რომ შვილმა გააოცა, რადგან ამდენი წლის შემდეგ სწორედ ისე დახვდა, რასაც ის დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა.

მაია რჩეულიშვილი:

ყველაზე მეტად გუკას ვდარდობდი, იმიტომ, რომ ოჯახი ძალიან დაზიანდა ჩვენი დაჭერით. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო გუკას, რომ თავი ხელში აიყვანა და დამხვდა ისე, როგორც მე ვოცნებობდი, რომ დამხვედროდა. ოჯახი შეიკრა, დებმაც ერთმანეთი ვიპოვეთ, ეს ხომ გარეთ არ მოხდებოდა…

გუკა:

მგონი, ყველა გავძლიერდით. ჩვენს შეცდომებსაც მივხვდით. კარგი გამოცდა იყო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები