LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდიდეს ბოდიშს ვუხდი დაზარალებულებს – მაია რჩეულიშვილმა ციხე დატოვა

738
1

5-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებულმა მაია რჩეულიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

რჩეულიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. მას ადგილზე ახლობლები და ჟურნალისტები დახვდნენ.

მაია რჩეულიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა და დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა:

“პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე, უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა.

ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება. 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენი სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები. მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი. ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე.” – აღნშნა რჩეულშვილმა.

შეგახსენებთ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროში 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. რჩეულიშვილი “მაგნოლიას” საქმის ეპიზოდზე, 2016 წლის ივლისში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები