LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო იმ უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზს განმარტავს, სადაც პრეზიდენტმა ხმა მისცა

76

მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია პრეზიდენტი, ამ უბანზე პრესისა და დამკვირვებლების დიდი ინტერესი იყო და მათი მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანის გამო უბნის გახსნა 7 წუთით დაგვიანდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მთაწმინდის მე-6 უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზების განმარტებისას განაცხადა.

„უბანი დილით 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა კენჭისყრისწინა პროცედურები 7 წუთის დაგვიანებით დასრულდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული ამ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან, ასევე დამკვირვებლების მხრიდან და მთელი იმ მონაცემების შეტანას ჩანაწერთა წიგნში ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. სწორედ ეს გახდა 7 წუთით დაგვიანების მიზეზი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცესკო-ს ინფორმაციით, 10 საათისთვის ამორმჩეველთა აქტივობა 6% შეადგინა.

პოპულალურები