LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩელსი ლიგის მიღმა: ოთხეულს კიდევ ერთი დაემატა (კარიკატურა)

62

ინგლისის პრემიერლიგა დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელების ვინაობა თითქმის გარკვეული იყო, მაგრამ ბოლო დროს „ჩელსი“ ისე ათამაშდა, რომ ოთხეულში შეღწევის შანსი გაუჩნდა, მით უმეტეს, რომ „ლივერპულმა“ ქულების დაკარგვა დაიწყო და ერთხელ „ტოტენჰემაც“ წაიტეხა კისერი. მაგრამ ბოლოს, გადადებულ მატჩში ლონდონელებმა მოულოდნელად შინ „ჰადერსფილდს“ ვერ მოუგეს და სასწაულის იმედად დარჩნენ. ერთი, რომ „ტოტენჰემმა“ ოფიციალურად გაინაღდა ოთხეული, „ჩელსის“ კი თეორიულად მხოლოდ „ლივერპულის“ გადასწრების შანსი აქვს. საამისოდ, კი მერსისაიდელებმა ბოლო ტურის მატჩი „ენფილდზე“ უნდა წააგონ უკვე უმოტივაციო „ბრაიტონთან“. „ლივერპულს“ ფრეს აძლევს ხელს, რადგან თანაბარქულიანობის შემთხვევაში ლონდონელებზე ბევრად მაგარი ბურთების სხვაობა აქვს.
მოკლედ…

 

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება

ერთით მეტი ჩემპიონთა ლიგაზე
კიდევ ერთი მონაწილე დაემატა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები