LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი აღარა ხარ, მორჩა“ სტეფანეს შესრულებით ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

114

მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“ სტეფანე მღებრიშვილმა 31 დეკემბერს მსმენელს ახლებურად და ძალიან საინტერესოდ წარუდგინა. ვერსია მართლაც განსხვავებულია და მის შექმნაზე ქვეყნის საუკეთესო მუსიკოსებმა იმუშავეს. სტეფანემ ის ცოცხლად ნიკოლოზ რაჭველთან და ორკესტრთან ერთად „რუსთავი 2“-ის საახალწლო კონცერტზე შეასრულა. მეორე დღეს კი, „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა იმავე სიმღერით, როცა თენგოსა და მისი ამალის ახალი წლის აღნიშვნას შეუერთდა და ლუნა საცეკვაოდ გამოიწვია.

მოგვიანებით მომღერალმა ფოტო დადო შოთიკო ნოზაძესა (თენგო) და ქეთი ხუციშვილთან (ლუნა) ერთად და დააწერა, რომ ფოტო საკუთარ ფავორიტ მსახიობებთან ერთად გადაიღო.

სიმღერაზე, როგორც ზევით აღვნიშნეთ, საუკეთესო მუსიკოსებმა იმუშავეს და სტეფანემ ეს თავის სტატუსში აღნიშნა:

„ბევრი წერილი მივიღე მამუკა ჩარკვიანის სიმღერასთან დაკავშირებით, ჩემო მეგობრებო, დიდ მადლობას გიხდით მოწონებისთვის

იცით ალბათ, რომ ერთი სიმღერის უკან ზოგჯერ ძალიან ბევრი ადამიანია და მე გამიმართლა, რომ მიწევს უმაღლესი დონის პროფესიონალებთან თანამშრომლობა და მადლობების სია უნდა ჩამოვწერო… 🙂

ბასი – ლევან დეისაძე, გიტარა – უჩა მეტრეველი, კლავიში – სოსო კაპანაძე, დრამი – ზაზა ცერცვაძე, აკორდეონი – მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, საყვირი – გიორგი შამანაური, მიქსინგი – ზვიად მღებრიშვილი, მასტერინგი – ბორიკო შხიანი. ჩაწეილია „ბრავო რეკორდსში“ და ასევე მადლობა ზაზა შენგელიას, ჩემს უსაყვარლეს სერიალს „ჩემი ცოლის დაქალებს“ და ყველაზე მაგარ არხს – „რუსთავი 2“-ს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები