LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ თენგო მამა გახდება! – შოთიკო ნოზაძე შვილს ელოდება

844

მსახიობ შოთიკო ნოზაძისთვის 2016 წელი დიდი სიუპრიზებითაა სავსე. პროფესიული წინსვლისა და პერსონაჟის, თენგო მაზიაშვილის წარმატების პარალელურად, მის პირად ცხოვრებაშიც უამრავი სიახლეა, შოთიკო დაქორწინდა და როგორც „ფორტუნას“ ექსკლუზიურად გაუმხილა, შვილს ელოდება…

ახლახან დაბადების დღე გქონდა და საკუთარი თავისთვის მანქანაც გიჩუქებია. გილოცავ დაგვიანებით…

შოთიკო ნოზაძე:

დიდი მადლობა!. უბრალოდ, დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს. არც მქონდა ნაფიქრი, რომ ჩემს დაბადების დღეზე მოუწევდა ჩამოსვლა. გამოვიწევდა იაპონიიდან, დღესასწაულები დაემთხვა იქაური, უნდა ჩამოსულიყო 40 დღეში და ჩამოვიდა სამ თვეში. ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე… მარჯვენასაჭიანია. მანქანას სამი წელია, ვმართავ.

დაბადების დღეზე რა საჩუქრები მიიღე?

გითხრა ყველაზე მაგარი საჩუქარი? მე და ჩემი მეუღლე, სოფო აბუაშვილი შვილს ველოდებით!.. ნახე, როგორ ექსკლუზივს გაძლევ?!.. (იღიმის).

რა მაგარია… ფიქრობ მამობაზე?

ჯერ ვერ ვაანალიზებ, რა ვიცი, როგორ ვთქვა, უცხოა ჩემთვის. თან ვხვდები და ვაცნობიერებ, რომ ძალიან მაგარი შეგრძნება იქნება. რა მანქანა და სახლი, ყველაზე მაგარი საჩუქარი მეუღლემ გამიკეთა. ახლა ყველაფერს საერთოდ სხვანაირად ვუყურებ. რომ არსებობს, მოძრაობს, ცოცხლობს და უნდა დაიბადოს, კარგ განწყობაზე მაყენებს…

2016 წელი ძალიან წარმატებული გამოგივიდა…

ნამდვილად ასეა. აქამდე რაც ყოფილა, საუკეთესო წელიწადია. აქტიურად დავიწყეთ სეზონი, ამ ყველაფერს ჩემი დაოჯახება დაემატა და 2016 წლის მიწურულს გავიგე, რომ მამა გავხდები!..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები