LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალებს“ სამღვდელოების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ

31

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს მიმართვას საქართველოს პატრიარქისადმი და სთხოვს მის უწმინდესობას რეაგირებას „რუსთავი 2“-ის სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ ერთ-ერთ სერიაში სამღვდელოებასთან დაკავშირებული სცენის გამო.

განცხადება სოციალურ ქსელში გვერდზე „ადამიანის უფლებები“ გამოქვეყნდა:

„ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნვეოყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს მოახდინოს მყისიერი რეაგირება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში ერთ-ერთ სერიალში სამღვდელობასთან დაკავშირებით გასული სცენის გამო.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნვეოყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს მოახდინოს მყისიერი რეაგირება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ერთ-ერთ სერიალში სამღვდელობასთან დაკავშირებით გასული სცენის გამო.

განცხადებაში აღნიშნულია: „სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ სცენართან დაკავშირებით. ერთ-ერთმა ბოლო სერიამ ალბათ საზოგადოებაში დატოვა შენიღბული სახით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფის განცდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ სენსიტიური თემით მანიპულირება, ტელეკომპანიისა და მისი გადაცემების რეაკლამირებისათვის. მსგავსი მიდგომები, ნებსით თუ უნებლიედ, ეხება მართლმადიდებელი საზოგადოების ღირებულებებს. მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ჩვენი პოზიცია არ ეხება კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ჩვენი ღია წერილის დანიშნულებაა საზოგადოებისა და ტელეკომპანიის ყურადღება შევაჩეროთ იმ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება შეეხოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ღირსებას და ღირებულებებს. მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ოფიციალური წერილით მივმართავთ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სათანადო რეაგირებისათვის ასევე გავაგრძელებთ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები გასაჯაროვდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები