LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილი მიწაში ლპება, მაგრამ მე მივაღწიე იმას, რომ მისი მკვლელების ხელის დამფარებლები გამოაშკარავდნენ” – სარალიძის პირველი კომენტარი

49

ფარული ჩანაწერების “რუსთავი 2-ზე” გასვლიდან რამდენიმე წუთში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათუნა სარალიძის მამამ პირველი კომენტარი გააკეთა.

ზაზა სარალიძის განცხადებით,

“ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩემი სიმართლე. იქნებ ახლა მაინც მოვიდეს საქართველო გონს, რომ მკვლელები გვმართავენ. ხვალ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, მოკლან, დახვრიტონ, სარდაფში ჩაათრიონ, აწამონ. არავინ აღარ არის დაზღვეული.

პირველივე დღიდან მირზა სუბელიანზე მქონდა ეჭვი, ნელნელა გამყარდა ეს ეჭვები. რაც შეეხება შაყულაშვილს, ის ამ საქმის დამლაგებელი იყო. ზუსტად ამის გამო, დააწინაურეს ის” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე ნაკაიძესთან დაკავშირებითაც საუბრობს. მისი თქმით, ისინი ცდილობენ, მის დისშვილს შეუმსუბუქონ სასჯელი და ამისთვის ფულს იხდიან, თუმცა ამის მტკიცებულებები არ გააჩნია. სარალიძე ამბობს იმასაც, რომ მას გაჩუმებისთვის ფული ცოტა ხნის წინაც შესთავაზეს.

“პირადად ჩემთვის, არავის შეუთავაზებია ფული, მაგრამ მამაჩემს დაურეკეს, რუსეთში წავიყვანთ ზაზას, სახლს ვუყიდით, ბიზნესში ჩავრთავთ… ჩემი სოფლელის მეშვეობით მოხდა დაკავშირება” – განაცხადა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, თავს გამარჯვებულად გრძნობს.

“რა გამარჯვებაზეა საუბარი, ჩემი 16 წლის შვილი მოკლეს, მიწაში ლპება, მაგრამ მე მივაღწიე იმას, რომ ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებლები გამოაშკარავდნენ. მოსახლეობას მოვუწოდებ, თავად გამოუტანონ განაჩენი ხელისუფლებას და მირზა სუბელიანსაც. მირზა სუბელიანი არის ნაგავი, არა, ნაგვისგან კიდევ რაღაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მაგისგან არაფერი აღარ დადგება. მან არამარტო თავის შვილს მოუსპო მომავალი, არამედ მთელ მის შთამომავლობას,” – განაცხადა ზაზა სარალიძე,

შეგახსენებთ, “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერების ნაწყვეტები, რომელშიც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე და  გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი ფიგურირებენ.

უამრავი სკანდალური ინფორმაციის გარდა, ჩანაწერებში საუბარია ხორავას ქუჩს საქმეზეც.

ჩანაწერების ტექსტური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკებზე:

მოიპარეს ბავშვები და მამის თვალწინ სცემეს – მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში

“ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ავდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი” – სუბელიანის ფარული ჩანაწერი

ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები