LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე საათები რჩება

69

დღეს უელსის ქალაქ კარდიფში საფეხბურთო ზეიმი გველის. “მილენიუმზე” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი , მადრიდის “რეალი” და ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან.

რეალი ტურნირის 11-გზის ჩემპიონი და რეკორდსმენია. “სამეფო კლუბმა” ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 1955–56, 1956–57, 1957–58, 1958–59, 1959–60, 1965–66, 1997–98, 1999–2000, 2001–02, 2013–14 და 2015–16 წლების სეზონებში მოიგო.

რაც შეეხებათ იტალიელებს,”ბებერმა სინიორამ” ჩემპიონთა თასი სულ ორჯერ,1984–85 და 1995–96 წლების სეზონებში აღმართა.

დღევანდელი ფინალური დაპირისპირება კარდიფში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

3 ივნისი, 2017 წელი
უელსი,კარდიფი, ”მილენიუმი”

უეფას ჩემპიონთა ლიგა, ფინალი

22:45 ”იუვენტუსი” – ”რეალი”

სავარაუდო შემადგენლობები:

”იუვენტუსი” : ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალვეში, პიანიჩი, ხედირა, ალექს სანდრო, დიბალა,მანჯუკიჩი, იგუანი

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია)

”რეალი” : ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო,კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, რონალდო

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები