LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის ეს მუქარა მიუღებელია – მალხაზ მაჩალიკაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე

84

შეიძლება პროვოკაციის მიზნით თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს მაგას, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა იმ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც ISIS -ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება.

„ამის შესახებ მე არაფერი მსმენია და არც ვიდეო მინახავს. 7-8 თვის განმავლობაში ვცდილობ ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთო, მაგრამ ყველა მხრიდან გზებს მიჭრიან. ვინ ვის ემუქრება და ვინ რას ამბობს, აბა ამაზე რა უნდა გითხრათ? მე ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებ და სხვა რას ჩაიდენს, არ მაინტერესებს. შეიძლება, პროვოკაციის მიზნით თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს მაგას. ჩემთვის ეს მუქარა მიუღებელია და ვცდილობ, კანონის ფარგლებში დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები. თუ ის ადამიანები არ იქნებიან დასჯილი, ვისაც მე დიდი ხანია ვასახელებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ეს ჩემი მხრიდან არ მოხდება,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. ვიდეოსთან დაკავშირებით საქმის კურსშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები