LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერგოლეიშვილი: როგორც სააკაშვილის მხარდამჭერი გირგვლიანის თემაზე პასუხისმგებლობას ვიღებ

67

რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს? -ამ თემაზე “ტვ პირველის”  გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრეს. მოწვეულმა სტუმრებმა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ დღეს და წარსულში განვითარებული მოვლენები შეაფასეს. მათ შორის სანდრო გირგვლიანის საკითხი.

“ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა  განაცხადა, რომ როგორც სააკაშვილის მხარდამჭერი გირგვლიანის თემაზე პასუხისმგებლობას იღებს.

“ასე დეტალებში შესვლა და მე რას ვესაუბრებოდი… წარსული არის ყველასი, მე როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც გირგვლიანს დაემართა. წარსულ 9 წელზე თუ რაც არის წარმატებაზეც და უბედურებაზეც ყველანი ვინაწილებთ პასუხისმგებლობას. სააკაშვილის გუნდის წევრებიც, შედარებით მოშორებული ადამიანებიც. ყველა ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და ამის ქექვას არ ვაპირებთ”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები