LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციისთვის 2 მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ

69

“მუნიციპალური განვითარების ფონდს” ჭიათურაში  142 კვ.მ. მიწის  ფართობის და მასზე არსებული შენობების მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევის უფლება მიენიჭა.

ფონდს ეს უფლება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას, ბრძანების საფუძველზე მიენიჭა, რათა ჭიათურაში საბაგირო გზის რეაბილიტაციის დასრულება შესაძლებელი გახდეს.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი,  გადაწყვეტილება ფონდის რამდენიმეგზის თხოვნის და სათანადო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდა.  ბრძანების თანახმად,  საბაგირო გზის რეაბილიტაციამ მოითხოვა ახლოს მდებარე მიწის ფართობის გამოყენება საჭირო ნაგებობების განსათავსებლად, რომელიც დღეს კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია ისევე, როგორც ახლოს მდებარე სხვა საკუთრებები. მოლაპარაკების შედეგად მიწის ფართობის ძირითადი ნაწილის გამოსყიდვა მოხდა კერძო მესაკუთრეებიდან, მაგრამ 2 კონკრეტული პირი საკუთრების გაყიდვაზ უარს ამბობს.

იმის გამო, რომ ამ კონკრეტული მიწის ფართის გარეშე ვერ ხერხდება პროექტის დასრულება, ქალაქ ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები – 142 კვ.მ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. შესაბამისად, მიწის მფლობელებს საკუთრება ჩამოერთმევათ მათი სურვილის მიუხედავად  და სახელმწიფო მათ  გადაუხდის მიწის ფასს, რომელსაც საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე დაადგენენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები