LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს რივიერას ვილა ჩამოართვა, რომლის სასახლედ ქცევაზეც რუსმა ოლიგარქმა 125 მილიონი ფუნტი დახარჯა

130
278715111_730221491692931_3929256059759355051_n

საფრანგეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს რივიერას რეგიონში მდებარე ვილა, სახელწოდებით Chateau de la Croe ჩამოართვა, რომლის სასახლედ ქცევაზეც რუსმა ოლიგარქმა, თავის დროზე, 125 მილიონი ფუნტი დახარჯა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც რომან აბრამოვიჩმა Chateau de la Croe-ს პირველად შეხედა, ის სულაც არ ჰგავდა იმ სასახლეს, როგორიც ის დღეს არის. 1970 წელს გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ცნობილი ფრანგული შატო სამი ათწლეულის განმავლობაში მიტოვებული იყო. გადამწვარი იყო შატოს ტერიტორიაზე მდებარე უნიკალური ხეების ნაწილიც.

რუსმა ოლიგარქმა იცოდა, რომ ამ სახლს სამეფო წარმომავლობა ჰქონდა და შესაბამისად, არ დანანებია ფული იმისთვის, რომ მისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა. საფრანგეთის მთავრობამ აბრამოვიჩს Chateau de la Croe-ს განახლების ნებართვა 2004 წელს მისცა და 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, ცნობილ ფრანგულ შატოს ძველი დიდება დაუბრუნდა. შატოს თაღოვანი, ნახატებიანი ფანჯრები ამშვენებს, გარშემო დიდი კვიპაროსები ეკვრის, სახურავზე კი 15 მეტრიანი აუზი აქვს.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუს ოლიგარქს, მის ოჯახს და მეგობრებს რივიერაში მდებარე ვილით სარგებლობა არ შეუძლიათ. აბრამოვიჩს გაყინული აქვს აქტივები და აკრძალული აქვს ევროკავშირში მოგზაურობა. გასულ კვირას კი, „ჩელსის“ მფლობელს საფრანგეთის მთავრობამ ეს მდიდრული შატოც ჩამოართვა. რომან აბრამოვიჩსა და მის თანამემამულე მილიარდერებზე დაწესებული სანქციების პირობების მიხედვით, ამ ეტაპზე, მისი არც გაყიდვა და არც გაქირავება შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები