LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიჭინაძეს „გირჩის“ წევრობა არ უნდა: შევეცდებით დავიბრუნოთ ჩვენი „ქართული ოცნება

70

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „გირჩის“ შეთავაზებაზე, გაწევრიანდეს მათ პარტიაში, უარს ამბობს.ჭიჭინაძე „გირჩის“ ლიდერებს შეთავაზებისთვისმადლობას უხდის და აცხადებს, რომ იმ ადამიანების გვერდით იდგება, ვინც „ახალმა „ქართულმა ოცნებამ“ გარიყა“.

„დიდი მადლობა გადავუხადე ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მე ვარ „ქართული ოცნების“ იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელში იდგა პარტიის გვერდით ,რომელიც გარიყა ამ ახალმა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რიგებიდან, რადგან დაკარგა მათი მხარდაჭერა.

ვფიქრობ, რომ მე ამ ადამიანების დიდ არმიას შევუერთდები და შევეცდებით დავიბრუნოთ ჩვენი „ქართული ოცნება“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

გირჩმა“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს მათთან გაწევრიანება შესთავაზა.

„გირჩი“ იზიარებს თქვენს მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც მის უარყოფით როლს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, ისე მის ამორალურ კრიტიკას ოცნების მთავრობის წინა ხელმძღვანელის მიმართ.

თუ მზად ხართ გაიზიაროთ „გირჩის“ ხედვები და შემდეგი ორი წელი იმუშაოთ პარლამენტში „გირჩის“ ფრაქციის შექმნაზე, გთავაზობთ გირჩში“ გაწევრიანებას“,- აღნიშნულია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები