LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭირდება თუ არა მსოფლიოს მთელი მსოფლიო: რა ხდებოდა გახსნის მატჩებში

47

მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველ შეხვედრაში მასპინძელმა რუსეთმა საუდის არაბეთს 5:0 გადაურბინა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ფავორიტად მიიჩნეოდნენ, ამხელა სხვაობას მაინც არავინ ელოდა. გახსნით შეხვედრაში აქამდე ასეთი სუსტი ორი გუნდი არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს (ფიფას რეიტინგის მიხედვით). ბოლო პერიოდში საშინლად მოთამაშე რუსეთმა ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო ქომაგს, ხოლო საუდელები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია მუნდიალზე. ვნახოთ, რას იზამენ პანამა, ტუნისი ან თუნდაც ირანი, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: არის თუ არა საჭირო ამდენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე. ბუნებრივია, ასეთ დროს სპორტულ ინტერესს ფინანსური მხარე წონის და ამიტომაც გულშემატკივარს მოუწევს ბევრი უნიათო გუნდის და თამაშის ატანა. თან ჯერ კიდევ სად ვართ, მერე ვნახოთ, როდესაც მუნდიალზე მთელი 48 გუნდი გამოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დენის ჩერიშევი დაასახელეს.

ჩერიშევი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც შეცვლაზე შესულმა გაიტანა გოლი გახსნის მატჩში.

ჩერიშევი გახდა საუკეთესო, არადა გოლოვინმა გაიტანა გოლი, გააკეთა ორი საგოლე გადაცემა და მონაწილეობა მიიღო ოთხ შედეგიან შეტევაში.

ჩემპიონატის პირველი გოლი გაზინსკიმ გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია ნაკრებში.

რუსეთის ნაკრებმა 2002 წლის შემდეგ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე.

რუსეთის ნაკრებმა 2018 წელს პირველად გაიტანა 2 გოლი მატჩში.

გახსნის მატჩს 78 011 მაყურებელი დაესწრო.

 

რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩი 21-ე გახსნის თამაში იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

მასპინძელ გუნდს არასოდეს წაუგია გახსნის მატჩი. მასპინძლებს 6 თამაში აქვთ მოგებული და სამჯერ ფრედ ნათამაშები.

მექსიკა არის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტ გახსნით მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული – 5 თამაში. აქედან სამში წააგო და ორი ფრედ ითამაშა.

გახსნით მატჩში ყველაზე სწრაფი გოლი ბრაზილიელმა სეზარ სამპაიომ გაიტანა. ეს 1998 წლის მუნდიალზე მოხდა, როდესაც ბრაზილიელმა უკვე მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში შოტლანდიასთან შეხვედრაში.
ისე კი, სულ პირველი გოლი ფრანგი ლუსიენ ლორენის ანგარიშზე, 1930 წლის მუნდიალზე მექსიკის წინააღმდეგ.

მხოლოდ ორი გუნდია ისეთი, რომელმაც გახსნითი მატჩი ითამაშა და მერე ტურნირიც მოიგო: 1934 წლის იტალია და 1966 წლის ინგლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები