LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ეს შევძელით!“ – ბექჰემები ქორწინების 18 წლის იუბილეს აღნიშნავენ

74

4 ივლისს ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, თუმცა დევიდ და ვიქტორია ბექჰემებისთვის ეს თარიღი უფრო მნიშვნელოვანია. 18 წლის წინ, 1999 წლის 4 ივლისს მათ ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეფიცეს.

წყვილი ამდენი წლის შემდეგ კვლავ ერთად არის და 4 საერთო შვილს ზრდის. დევიდმა ვიქტორიას იუბილე „ინსტაგრამზე“ საჯაროდ მიულოცა, მათი წლების წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა  და მის მიმართ აღფრთოვანება არ დამალა:

„ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ, ჩემო არაჩვეულებრივო მეუღლევ, დედა და ბიზნეს-ლედი. მიყვარხარ!“ – დაწერა დევიდმა, რომელზეც ვიქტორიამ საპასუხო სიყვარულით უპასუხა.

https://www.instagram.com/p/BWHW9p3hm9O/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები