LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მიჩვეულები ვართ, როდესაც რუსული მხარე საკუთარ პირობებს არ ასრულებს – თამარ ჩუგოშვილი

76

პარლამენტის ვიცე სპიკერი აბაშიძე-კარასინის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა. თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საერთაშორისო მონიტორების დაშვებას ეხება, უმნიშვნელოვანესია და ის იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ამჯერად მაინც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

„ჩემთვის შესაფასებლად ძალიან რთულია. ჩვენ მიჩვეულები ვართ, როდესაც რუსული მხარე საკუთარ პირობებს არ ასრულებს ხოლმე, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მონიტორების დაშვება ამ ეტაპზე მაინც მოხდება. ეს არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ვარაუდის გამოთქმა, პირობა შესრულდება თუ არა, ძნელია.

„საქართველო თავის პირობებს ყოველთვის ასრულებდა. ყველა ეტაპზე აღებული ვალდებულებები საქართველოს შესრულებული აქვს. რუსეთი კი ის მხარე იყო, რომელიც პირობებს არ ასრულებდა. თუ ეს შეიცვლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები