LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

175
Untitled design (17)

„პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას,“- აღნიშნული განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე პრეზიდენტის წარმომადგენლი თამარ ჩუგოშვილი წარსდგა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ.

სამყაროში არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობისას ეს ასე ხდება.

სად გადის ზღვარი და რა შეიძლება გააკეთოს და რა არა, ამაზე ვმსჯელობთ.

ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ მეთანხმება, რომ შემდეგ გამოვა და იტყვის – „მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო.“ ოღონდ შემდეგ უნდა თქვას, მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი.

ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ.

თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ.

მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება,” – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ვოლსკი: „თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, მიჭირს წარმოდგენა, თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს“

პოპულარულები