LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას”- ალექსანდრე ჯეჯელავა მოსწავლეების თვითდაზიანებებზე

51

განათლების მინისტრი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეების მიერ თვითდაზიანებების მიყენება არ არის კავშირში ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ და სთხოვს მედიას, „რეიტინგის დევნაში ნუ დაღუპავენ ბავშვებს“.

„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემის პოპულარიზაცია მოხდეს. ძალიან ყურადღებით ვართ, სამართალდამცველებთან ერთად ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება, ხან ერთი მიზეზით, ხან – მეორე. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში შვიდმა მოსწავლემ თვითდაზიანებები მიიყენა. შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ პოლიციამ მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლაში გამოკითხა, შედეგად კი სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ თვითდაზიანებები „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირში არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები