LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია, გავაუქმოთ ივანიშვილის შპს „საქართველო“- სააკაშვილი

43

მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე ვაშინგტონიდან ჩართვისას განაცხადა, რომ მათი მიზანია, “ბიძინა ივანიშვილის “შპს საქართველო” გააუქმონ”. 
„დღეს ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, რომელსაც რამე გადაწყვეტილების მიღება მოეკითხება – ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის ხუშტურებს, პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც გადააყოლა საქართველოს განვითარება და წინსვლა. ამის პარალელურად, როცა ყველაფერს წყვეტს, მისი პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე არის ნული. ის ხან პოლიტიკოსებს ათამაშებს, გაიყვანს პარტიიდან, შემოიყვანს, გააერთიანებს, ფულს ჩაუდებს და დანარჩენი დრო ზის თავის „ბრონირებულ“ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით. დღეს ის სახელმწიფო, რომლის შექმნაში ამდენი ოფლი და ჯაფა ჩავდე, აღარ არსებობს. დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ივანიშვილის შპს „საქართველო“. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი – გავაუქმოთ ივანიშვილის შპს „საქართველო“ და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები