LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ციანიდის საქმის” ადვოკატებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

87

 ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.

ადვოკატები იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროებას უკრძალავს.

”პირველ რიგში ვითხოვთ, რომ ამ 374-ე მუხლის ნორმა შეჩერდეს, სანამ სასამართლო განხილვას დაიწყებს და დაამთავრებს ამ საკითხზე, ვინაიდან, არსებობს ალბათობა, რომ როგორც აქამდე იზღუდებოდა ამ უკანონო ნორმით ჩვენი უფლებები, ახლა უკვე ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობა დადგეს ამ უკანონობით. ამავდროულად უმთავრესია, რომ ამ ნორმის კონსტიტუციურობა დადგეს დღის წესრიგში და უამრავი სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, რის გამოც ეს ნორმა უნდა გაუქმდეს,“– განაცხადა  დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები