LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს“ – ირაკლი კობახიძე

299
Untitled design (40)

სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. „კარწინკის“ ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს – პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება.

„ვიღაცებზე შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა ან ვიღაცები იყვნენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ. რაც მთავარია, უმარტივესი კაზუსია, რომელიც ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ – ქვეყანას შეუნარჩუნდა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

პროცედურას რაც შეეხება, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება პარლამენტში. 100 ხმის მობილიზება პრაქტიკულად არარეალურია. „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მათ ჰქონდათ სრული კოორდინაცია.

უფრო მეტიც, გუშინ წამოსცდა, რომ ერთად იმუშავებენ ხვალ ე.წ. „კარწინკაზე“ – ანუ, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, შიგნით მარტო შევალ და თქვენ გარეთ დადექითო..  წარმოიდგინეთ, „კარწინკაზეც“ კი ერთად მუშაობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა” და სალომე ზურაბიშვილი.

„პრეზიდენტი ჰქვია, ყველაფერს რომ თავი დავანებო. თქვა, სირცხვილიაო და ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს შემაშფოთებელია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. ეს იყო უზრდელობა, პრეზიდენტი, 70 წლის ქალია და უზრდელობს.

„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე

„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ ამერიკაში. ეს უზრდელობა არაა, მაგრამ რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს უზრდელობა.

„იმპიჩმენტი სადამსჯელო ღონისძიება ხომ არ არის. ეს არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. მიგვაჩნდა, რომ დაირღვა კონსტიტუცია, ამის დასადგენად მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. იქ, ნაცვლად იურიდიული არგუმენტებისა, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს პოლიტიკური სპექტაკლი. ესეც უკულტურობაზე მეტყველებს. პრეზიდენტმა ისიც კი არ გააკეთა, რომ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები მაინც გამოეგზავნა ამ პროცესზე – ერთი ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტია და მისი კვალიფიკაცია ნახეთ ამ პროცესზე და მეორე, ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტიც კი არაა და მისი კვალიფიკაციაც იხილა საზოგადოებამ.

როდესაც პოლიტიკოსებს აგზავნი პროცესზე და არა იურისტებს, აქედან ჩანს, რომ შენი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკური სპექტაკლის შექმნაა. ჩვენ შევეცადეთ, ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მოგვექცია, პარლამენტშიც უნდა შედგეს ჯანსაღი განხილვა იმისა, რამდენად დაირღვა კონსტიტუცია. ეს იქნებოდა კულტურის გამოვლინება, თუმცა, თვითონ საქართველოს პრეზიდენტი ავლენს პირველი უკულტურობას, როდესაც დეპუტატებს მოუწოდებს, რომ დემოკრატიულ პროცესს გაერიდონ და სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ.

ამ მასშტაბის უკულტურობას როცა ვხედავთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ესეც არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ შეიძლება ის დარჩეს საკუთარ თანამდებობაზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი

„გვეტყობა რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმე ოპოზიციონერის?! სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში ჰქონდა 1% რეიტინგი“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტზე