LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება ზღვის დონიდან 800 მეტრზე: როგორია მაღალმთიანი აჭარა ტურისტებისთვის?

267

იმის მიუხედავად, რომ ბათუმი სწრაფად ვითარდება, აჭარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი  (400 000 ადამიანი) – მთიან სოფლებში ცხოვრობს.

ერთი ხელით ისინი ძროხებს უვლიან, მეორე ხელით კი სმარტფონები უჭირავთ და თავის სახლებს booking.com–ზე ანთავსებენ. ისინი სოფლის ტურიზმის განვითარებას უწყობენ ხელს.

მთავრობა მათ ამაში ეხმარება: თუ ვინმეს სურს მთაში სახლის გაქირავება – ქმნის პროექტს, იგებს გრანტს და ბიზნესის განვითარებისთვის 7000 დოლარს იღებს.

ზებურ ბოლქვაძე ერთ–ერთი ადგილობრივია, რომელმაც გრანტი მიიღო. მისი საოჯახო სასტუმრო ზღვიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ასეთ სახლში ღამის გათევა 60 ლარი დაგიჯდებათ (46 რუბლი), ფასში სამჯერადი კვებაც შედის. საცხოვრებელი ოთახები სადად, ხეშია გაწყობილი, სწორედ ეს ხიბლავს ტურისტებს, რომელთა სურვილიც ცივილიზაციისგან მოშორებით ყოფნაა.

” სახლი 37 წლისაა. საბოლოოდ დავამატე მესამე და მეოთხე სართული, ორი სველი წერტილი და სამზარეულო. ვცდილობ ყოველწელს რაღაც შევმატო. პირველი 3–4 წელი მოგება საერთოდ არ იყო. 2008 წელს მუშაობა მხოლოდ 20 დღის განმავლობაში გვქონდა, შემდეგ ომი დაიწყო და ორი წლის განმავლობაში აღარავინ ჩამოდიოდა. 2010 წლიდან რამდენიმე ადამიანი გაჩერდა ჩვენთან. ყველაზე დიდი ნაკადი გასულ წელს იყო – 500–მა ადამიანმა დაისვენა ჩვენთან”

 

სტუმრების ჩასვლა მასპინძლებისთვის აქ ორმაგად მომგებიანია. გარდა იმისა, რომ ისინი ოთახის გადასახადს იხდიან, მასპინძლებს სახლის საქმეებში ეხმარებიან.

“ჩვენ მათ ჭაჭის გამოხდას ასევე, აჭარული კერძების მომზადებას ვასწავლით. ვკრეფთ ყურძენს, მარწყვს, ვაშლს და ვაგროვებთ თაფლს. შემდეგ მათ, მეზობელ სოფლებში ვყიდით.

ხალხის ნაწილს ქალაქი უყვარს, ნაწილს კი სოფელში ცხოვრების სპეციფიკა მოსწონს. აჭარაში სხვა მხრივაც დიდი არჩევანია: არის ღვინის, კულტურული, აგრო ან ეკოტურიზმი. ეს ყველაფერი კარგად განავითარა ტურიზმის დეპარტამენტმა. ადრე მე ვთხოვდი ხოლმე დახმარებას, ახლა ისინი უშვებენ ჩემთან სტუმრებს”,  ამბობს ზებურ ბოლქვაძე.

ჰაერი აქ ისეთი სუფთაა, რომ თავსაც კი აგატკივებთ. სიმშვიდეა, მხოლოდ ძროხის ზმუილი ისმის. სმარტფონი WIFI–ს უშედეგოდ ეძებს, შესაბამისად მხოლოდ ლამაზი პეიზაჟებისა და პორტრეტების გადაღების შესაძლებლობაა.

“მე არ მწყინდება. არ არის მოწყენის დრო, საჭიროა ფუტკრის მოვლა, ძროხის მოწველა, ბალახს მოთიბვა უნდა, მიწას – დაბარვა, ამასთან ყურძენიც დასაკრეფია. როდესაც ტურისტული სეზონი მოდის და სტუმრები ჩამოდია, ეს ყველაფერი მეორე პლანზე ინაცვლებს და უკვე მათ მოვლაზე გადაგვაქვს ყურადღება”, – განაცხადა ბელარუს ჟურნალისტებთან ზებურ ბოლქვაძემ.

“აქ დავიბადე და აქ მოვკვდები, ბათუმში არ მინდა”, – ამბობს მოხუცი, რომელიც სახლის სახურავიდან გადაჰყურებს მის საკუთრებას და ბედნიერი სულ მცირე დეტალებით შეუძლია იყოს.

 

onliner.by–ს სტატია

თარგმნა თამთა უთურგაშვილმა

პოპულალურები