LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხრა ნაბიჯით წინ: საქართველოს ასამდე ბევრი არ უკლია

46

ფიფა -“კოკა-კოლას” განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნდა და საქართველო ცხრა ადგილით დაწიანურდა. ნაკრები 112-ე ადგილზე იყო, ახლა კი 103-ზე გადაიწია.

ეს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობის პერიოდში დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ნაკრებს სარეიტინგო ქულები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორმა შეხვედრამ შემატა: სახლში ირლანდიასთან (1:1) და გასვლაზე ავსტრიასთან (1:1) ფრედ დასრულებული მატჩები წინსვლის საფუძველი გახდა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა 28 მარტის შემდეგ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ერთიც არ წაუგია: ირლანდია-ავსტრიამდე გუნდმა ლატვიასთან (5:0) და სენტ კისთან (3:0) ამხანაგურები მოიგო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი გასვლაზე მოლდოვასთან 2:2 დასრულა.

ფიფა -“კოკა-კოლას” რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი 42-ე ადგილი იყო, რომელიც გუნდმა 1998 წელს, ვლადიმერ გუცაევის მწვრთნელობის დროს დააფიქსირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები