ცნობილ ექიმს, ნატა გაგუას შვილის აყვანა სურს – რატომ წამოვიდა ემოციურად დამძიმებული სოციალური მომსახურების სააგენტოდან

პოპულარული

ცნობილ ექიმს, ნატა გაგუას შვილის აყვანა სურს – რატომ წამოვიდა ემოციურად დამძიმებული სოციალური მომსახურების სააგენტოდან

ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა სოცქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შვილის აყვანა სურს. ექიმი აღწერს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტს და დასძენს, როგორი დამძიმებული გამოვიდა იქიდან…

გთავაზობთ ნატა გაგუას პოსტს, რომლი წაკითხვას ემოციების გარეშე ვერც თქვენ შეძლებთ.

„არსებობს ისეთი ფაქიზი თემები ადამიანის ცხოვრებაში, რაზედაც საჯაროდ არ საუბრობენ, არ ამზეურებენ ინტიმს, დაფარულს. განა როგორც ექიმს არ მესმის ეს? კონფიდენციალურობის კანონს თუ დაარღვევ, ადამიანს ვერ უშველი ჯეროვნად, ვერც დაეხმარები, რადგან მისი პირადი სივრცე დარღვეულია ამ შემთხვევაში და ადამიანი განიცდის ამას, ტკივა და აწუხებს პირადი ცხოვრების ფანჯარაში შემოჭვრეტილი თვალი თუ თვალები. მაგრამ დღეს მე შეგნებულად გადავწყვიტე ეს, არა მხოლოდ ექიმმა, არამედ როგორც მოქალაქემ, ადამიანმა. ჩემი პირადი ტკივილი მინდა გაგიზიაროთ, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას ვერ მოვერიე, ფსიქოლოგიურად ვერ გავუმკლავდი, არა. უბრალოდ, მომინდა პირადი გაკვეთილიდან და გამოცდილებიდან გაჩენილი და აღძრული კითხვები თქვენთვის გამეზიარებინა ჩემო პაციენტებო თუ მომავალო პაციენტებო, მეგობრებო თუ არამეგობრებო. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი მიწის შვილები და რაღაცით მაინც ხომ უნდა წავიწიოთ წინ, ჩვენი ცნობიერება წავწიოთ, თუნდაც ტკივილიანი გაკვეთილის ფასად და ამ გაკვეთილის ერთმანეთისთვის გაზიარებით.

დიდი ხანია მინდა ვიშვილო ბავშვი, უკვე გაჩენილი, მიტოვებული, უმწეო. აღვზარდო სიყვარულით და გარკვეულ ასაკში ფსიქოლოგის რჩევით და დახმარებით გავუმხილო, რომ მისი ბიოლოგიური დედა არა ვარ, ნამდვილი როგორც იტყვიან, მაგრამ ვინ იცის რა არის ნამდვილი და ვინ კიდევ არა. ნამდვილობა განა ფიზიოლოგიაში გამოიხატება მხოლოდ? ანატომიაში? გენეტიკაში გნებავთ?.. მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია და თავს არ შეგაწყენთ, არ დაგღლით ამით.

მოკლედ, თითქმის ორი წელიწადია სოციალური მომსახურების სააგენტოში ვირიცხები, როგორც წესია და კანონი, ე. წ. რიგში ვარ, დედობისთვის ვემზადები. 2017 წლის 4 მაისიდან ახალი კანონი შემოიღეს შვილობის თაობაზე (მე არ წამიკითხავს ჯერჯერობით) და სააგენტოდან ზარმაც არ დააყოვნა: ქალბატონო ნატალია, 7 აგვისტოს მობრძანდით, მიცკევიჩის 23, ოთახი 6. რომელ საათზე ქალბატონო მარიამ? – ვეკითხები. ათიდან თვრამეტ საათამდე მობრძანდით. კეთილი.

როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე, პუნქტუალური მოქალაქე შეთანხმებისამებრ ვაღებ ზემოხსენებული სააგენტოს ზემოხსენებული ოთახის კარებს და პირველი შთაბეჭდილება: 9 სოციალური მუშაკი ერთ სივრცეში, ზოგი საუბრობს, ზოგი მონიტორს უმზერს, ტრაგიკული სახეები (ამ ტრაგიზმს ალბათ ასეთი სივიწროვეც განაპირობებს, სივრცის ნაკლებობა). „რა ცუდ დროს მოხვედი,თ ქალბატონო ნატალია“ – ასეთი ფორმით მესალმება ქალბატონი მარიამი – „ხალხი მყავს და სასამართლოში მაგვიანდება“. „ხალხი“ – ეს მე და იქვე მყოფი ერთი წყვილია. „ქვევით ჩაიყვანე ესენი“ (ანუ ჩვენ) და ცალ-ცალკე მიიღე“ – საქმეში ერევა გვერდით მჯდომი თანამშრომელი ქალბატონი. ჩავედით, დავსხედით. ასე დაწვრილმანებით იმიტომ ვწერ, რომ ფსიქოლოგიური სურათი უფრო ცოცხლად წარმოიდგინოთ. მე ხომ ექიმი ვარ და ვიცი ადამიანის განწყობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით თავდაპირველი განწყობის. სააგენტოში კი დიალოგი გრძელდება. „რამდენი წლის ხართ“? – ეს უკვე წყვილის წარმომადგენელ ქალბატონს ეკითხება სოციალური მუშაკი. ქალბატონი ხმის კანკალით პასუხობს, ცრემლამდე მისული: 1958 წელს ვარ დაბადებული“. “მე შეგეკითხეთ, როდის დაიბადეო“? სცენა დეტექტური ფილმის სიუჟეტს ემსგავსება და ქალბატონი იწყებს წყევლას (ეტყობა, სტრესმა კულმინაციას მიაღწია). ბავშვობიდან არანორმალურად მეშინია წყევლის და ვირთხების (სხვა მგონი არაფრის). ყველას თავისი ფობია აქვს და მე კიდე ასეთი. ეს ქალბატონი ეტყობა ჩემი გამომეტყველებით დავაფიქრე მარტო კი არა, დავაფრთხე კიდეც. მიყურებს და მონუსხულივით იწყებს ლაპარაკს, თითქოს ვიღაცამ დაავალაო: „2006 წლიდან რიგში ვირიცხები ამ სააგენტოში და ერთხელ შემომთავაზეს მხოლოდ 3 წლის ბიჭუნა, რომელსაც მამა აუპატიურებდა (არ ვიცი სიმართლეს ამბობს თუ არა). ვგრძნობ ჟანგბადი არ მყოფნის, არ ვიცი ნიკოტინით გაჟღენთლი ჰაერის ბრალია თუ მოწოდებული ინფორმაციის (არ მინდა, რომ დავიჯერო, ასეთი რამ ხდება საქართველოში). აქედან კიდევ სააგენტოს თანამშრომელი ქალბატონი მიმატებს: თქვენთან სოციალური აგენტი უნდა მოვიდეს და თქვენი საცხოვრებელი პირობები შეაფასოს“. „როგორ“? ვეკითხები. 100 000 ქულას თუ ვერ დააგროვებთ, ბავშვს ვერ იშვილებთ. 2. ტრენინგები უნდა გაიაროთ და მოგენიჭებათ სერტიფიკატი (თუ სერტიფიკატს ვერ მიიღებთ, რიგიდან „ამოვარდებით“). 3. ბავშვს თუ შემოგთავაზებენ და ორჯერ უარს იტყვით, ბავშვს ვეღარ იშვილებთ. მოკლედ, ამბები არ „მეიკითხო“, როგორც აჭარაში იტყვიან, უფრო ზუსტად ქობულეთში. ვაგრძელებ, უფრო სწორად აგრძელებს სოციალური მუშაკი: „დედა-შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა მაქსიმუმ 49 წელი უნდა იყოს“. თანახმა ხართ? “ „დიახ“. „მეუღლე არ გყავთ? “ „არა“. „რომ გარდაიცვალოთ, ბავშვს ვინ გაზრდის“? ოპაა… იურისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ კითხვის დელიკატურობაში მინიმუმ ეჭვი მეპარება, კომპეტენტურობაში თუნდაც. „რომ გარდავიცვალო“? გავიფიქრე. გავიჭედე, მართალი რომ ვთქვა, ფსიქოლოგიურად მარტო კი არა, ადამიანურად უბრალოდ. „თქვენ რომ გარდაიცვალოთ, თქვენ რას აპირებთ“? კინაღამ შევეკითხე სოციალურ მუშაკს. ხუმრობა იქით იყოს და კეთილმოსურნე მეგობრებისა და ნაცნობების გარდა, სისხლით უახლოესი ადამიანები მახვევია თავს, დედა, და, დისშვილები, დეიდაშვილი თავისი ოჯახებით. ნუთუ ამაზე უნდა მოვყვე? – ვფიქრობ, ჩემთვის ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით. მოკლედ, უამრავი ფიქრი შემომესია, მეგობრებო და ამ ფიქრებს თქვენც გიზიარებთ – კითხვებად ქცეულ ფიქრებს: ეს არის დასავლეთისკენ სვლა და ევროპისკენ? ანკეტას ვაბარებ. „ნატალია“ – მენტორული ტონით ისევ – „ყურმილი აიღეთ როცა დაგირეკავენ, აგენტი მოვა და ქულები უნდა მოგანიჭოთ“. „არის უფროსო“ კინაღამ ვუთხარი და პიონერული პატაკივით კინაღამ ხელიც ავწიე შუბლის ზემოთ. ეს შინაგანად, თორემ გარეგნულად ზრდილობიანი პასუხი გავეცი ბუნებრივია და ოდნავ რუტინული: “ვმუშაობ, ქალბატონო და თუკი წინასწარ არ შევთანხმდით, შეიძლება სახლში არ დაგხვდეთ, თანაც ქალაქიდან ვაპირებ გასვლას, არ არის გამორიცხული, ქვეყნიდანაც.“ „ააა, ქვეყნიდან გადიხართ“? მივყავარ მეორე სოციალურ მუშაკთან, რომელიც მშვიდად ეწევა სიგარეტს და გულგრილი მზერით მიყურებს (შეიძლება, მე მეჩვენება ასე და სრულებითაც არ არის მისი მზერა გულგრილი, თქვენც ხომ უნდა გამიგოთ, ან თქვენი აზრი გამიზიაროთ თუნდაც). „სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თუ გახვალთ ქვეყნიდან, ვეღარ იშვილებთ ბავშვს“. ეს კიდევ ერთი ვერდიქტი სააგენტოს სოციალური მუშაკის გამოტანილი, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევ.

სააგენტოს შენობა დავტოვე და პატიმრად ვიგრძენი თავი, თანაც პატიმრად, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება გარდაიცვალოს. საშინელი განცდაა მერწმუნეთ. მერე რა რომ მიცკევიჩის ქუჩაა, რომელიც მომწონს, (რაღაცით ბათუმის ჯინჭარაძის ქუჩას მაგონებს, სადაც ვცხოვრობდი და გავიზარდე), ახლა არ მიყვარს აღარაფერი, ახლა, ამ წამს და ამ წუთას. ხომ გესმით ჩემი? თან, ჯანმრთელობის ცნობა უნდა მივიტანო ესეც გამახსენდა გამოსვლისთანავე. თუ ჯანმრთელი არა ვარ? და ნამდვილად არა ვარ ჯანმრთელი, ამას უკვე როგორც ექიმი ვადასტურებ (სქოლიოზი მაქვს და სანაღვლე გზების დისკინეზია ბავშვობიდან). ან აბსოლუტურად ჯანმრთელი არის კი ვინმე?

ან რას ნიშნავს ჯანმრთელობა, რაში გჭირდება თუკი სულის სიჯანმრთელე არ გაგაჩნია? სიყვარულის უნარი?, სხვის მდგომარეობაში შესვლის სურვილი?. კი ბატონო ბოლომდე ნუ გაეხვევი სხვის ტყავში (თუმცა ექიმს ესეც ევალება და ჩემი აზრით სოციალურ მუშაკსაც), მაგრამ რაღაც დოზით ხომ უნდა იგრძნო სხვისი ტკივილი, ნატამალი სხვისი ფიქრის, სხვისი განცდების. თანაც იმ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ხარ, რომელსაც ადამიანებისთვის შვილების ჩუქება აქვს დავალებული, ანუ სულების იგივე. და სულს როგორ აჩუქებ, თუ სული არა გაქვს. ვის აჩუქებ? რომელი იურიდიული კანონი გიშველის აქ და მერე იმ კანონის შეცვლა. კანონები განა ადამიანებმა არ უნდა აღასრულონ? და თანაც თავად კანონი ცოცხალი ინიექცია არ არის ჩვენი საზოგადოების ორგანიზმში შესაყვანად და მერე გასაუმჯობესებლად იმ ორგანიზმის? გასაცოცხლებლად. როგორ გააცოცხლებ ვინმეს ან რამეს, ან როგორ დაეხმარები მას თუკი თავად გაქვს მთავარი დაკარგული – თანადგომის, ადამიანური თანაგრძნობის უნარი. ფილოსოფიური სენტენციები გამომივიდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ასე მასწავლეს, ასე მიცხოვრია, მიმუშავია – გიყვარდესო ადამიანი. გიყვარდეს კიდევ ნიშნავს, იგრძნო, რა უჭირს, რას განიცდის.

როდის დაგვეუფლა ქართულ საზოგადოებას ეს გულის სიცივე? როდის „გავქვავდით“? აი, რა კითხვები დამებადა სააგენტოდან რომ ვბრუნდებოდი. იმას ვერ ვიტყვი და არც ვიტყვი არასოდეს, ფიქრშიც არ გავივლებ რომ ამ სააგენტოს კეთილი საქმეები არ გაუკეთებია, თუნდაც ქალბატონ მარიამს, რომელსაც მე შევეხე და თავადაც შემეხო საკმაოდ მძაფრად და მტკივნეულად. მათ ხომ ისეთი კეთილშობილური საქმე ავალიათ, როგორიც ადამიანის შვილობაა, ანდა გაშვილება. სიყვარული ამ ფუნქციაში იგულისხმება უკვე, ამ დანიშნულებაში ხსენებულ მომსახურების სააგენტოში. და მერე სად არის იგი? რომ გარდავიცვალოთ რა მოხდება იმის გათვლაში და განსაზღვრებაში? ასე ხომ ნებისმიერ საქმეს შეიძლება მივუდგეთ? ასე როყიოდ, ზედაპირულად, საბედისწეროდ თუნდაც. ყოველ შემთხვევაში, სააგენტოდან რომ ვბრუნდებოდი, აგური რომ გადმოვარდნილიყო სახურავიდან, თავს არ გავწევდი ალბათ, ისეთ ხასიათზე ვიყავი, სოციალური მუშაკიც დაისვენებდა და მეც (ის აღარ იფიქრებდა ჩემი გარდაცვალების პერსპექტივაზე და მე ხომ საერთოდ არ ვიფიქრებდი აღარაფერზე). რა მეხუმრება? რა გვეშველება მართლა და მართლა? ასე გულგრილი საზოგადოება რა მნიშვნელობა აქვს საით წავა და საით გადაუხვევს? დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ. ასეთი საზოგადოება და ადამიანი. ვის რაში სჭირდება ბოლოს და ბოლოს? შეიძლება, ექიმი ვარ და მაღალია ემპათიის უნარია ჩემში, შეიძლება პროფესიისგან გამომდინარე, მაღალი პასუხისმგებლობა და მოთხოვნილება მაქვს. არც ეს არის გამორიცხული, პროფესია მაინც გარკვეულად წინასწარ განაწყობს ადამიანს, მოთხოვნებს უჩენს საკუთარ თავისგან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილებისგან. მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთის გვესმოდეს, ერთმანეთს ვგრძნობდეთ – ეს განა ქართული არ არის ? ისტორიულად ჩვენთვის მისაღები და სახასიათო როგორც ამბობენ? როგორც ამბობენო იმიტომ ვამატებ, რომ ვუტრირებ ოდნავ, ვამძაფრებ სურათს იმისთვის რომ დავფიქრდეთ: ვგავართ კი იმ ჩვენს წინაპრებს ვისითაც ვტრაბახობთ? თავი მოგვაქვს, აი ასეთები და ისეთები ვიყავითო? ვიყავით და ვართ რო? აი, რა კითხვა გამიჩნდა სააგენტოდან რომ ვბრუნდებოდი.
ასეთი კითხვაც დამებადა, ჩემთვის ძალიან წამგებიანი: ჯანსაღ ცხოვრებას რა მნიშვნელობა აქვს?, ჯანსაღი კვების დაცვას ან არ დაცვას თუ ადამიანს სული „მოუკვდა”, ანუ გაგულგრილდა? ვინ გიპოვის ასეთ ქართველს და საქართველოს? ვის დაკარგვიხარ? რომელ ევროპას და რომელ აზიას – რომელ ცივილიზაციას საერთოდ და რომელ კანონს იმ ცივილიზაციის მაცოცხლებელს და მამოძრავებელს? ეს კითხვები თქვენთვის
მომინდვია ჩემო მეგობრებო! მე კი ეს თარიღი არასოდეს დამავიწყდება: 07. 08. 2017 წელი. ჩემთვის ღრმად დასაფიქრებელი ტკივილიანი დღე”.

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 152640
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 152640
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 5562
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (152640) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (5562)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 129571
                    [post_author] => 4
                    [post_date] => 2017-05-10 13:26:25
                    [post_date_gmt] => 2017-05-10 09:26:25
                    [post_content] => დიეტოლოგმა ნატა გაგუამ საკუთარი ბლოგის წერა დაიწყო, სადაც სასარგებლო პროდუქტის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გაგვანდობს. ცნობილმა ექიმმა გადაწყვიტა, ბლოგი ჯანსაღი საუზმის რეცეპტით გახსნას და ამ მხრივ თავისი შეხედულებები გაგვანდო.

ბლოგის მკითხველებმა უკვე იცით ჩემი ლაბორატორიის შესახებ.

დაპირებისამებრ, ვიწყებ სასარგებლო და გემრიელი რეცეპტების თქვენთვის გაზიარებას.

გადავწყვიტე, ჯანსაღი საუზმით დავიწყო.

ქინოა ვაშლითა და დარიჩინით

სასარგებლო და გემრიელი



2 ულუფა

საჭირო ინგრედიენტები:
  • ქინოა  (მოხარშული) - 4 ს/კ
  • ვაშლის მოზრდილი ნაყოფის ½
  • კედრის კაკალი (ფიჭვის თესლი) – 1 ს/კ
  • ნეკერჩხლის ვაჟინი (სიროფი) – 1 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ
  • ნუშის რძე - 1 ს/კ
  • დარიჩინი - ½ ჩ/კ
მომზადების წესი: ქინოა მარილიან წყალში დაახლოებით 15 წუთი ხარშეთ. როგორც კი მისი ნახევრადგამჭვირვალე და თეთრი ნაყოფი/მარცვალი ქერქიდან გამოჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქინოა მზადაა. ის ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ, დაუმატეთ ნუშის რძე, გათლილი და გახეხილი ვაშლი და 5 წუთით შედგით 180 გრ c-ზე გახურებულ ჰაერღუმელში. როგორც კი ღუმელიდან გამოიღებთ, მოასხით ზეითუნის ზეთი, ნეკერჩხლის ვაჟინი, მოაყარეთ დარიჩინი და კედრის კაკალი. შემდეგ კარგად მოურიეთ და მიირთვით თბილი. ქინოა - სასარგებლო და უებარი ჩემს მიერ შემოთავაზებული პირველი კერძის მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ქინოა. ამ ბევრისთვის უცნობი, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროდუქტის შეძენა ჩვენს ბაზარზე უკვე შესაძლებელია. რისთვისაა სასარგებლო ქინოა:
  • არ შეიცავს გლუტეინს;
  • მდიდარია მცენარეული ცილებით;
  • მდიდარია ანტიოქსიდანტებით;
  • შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს;
  • მდიდარია რკინით, კალციუმით, ფოსფორით.
რაც შეეხება ქინოას გარეგნულ მახასიათებლებს: მას ორი ფერის მარცვალი აქვს - თეთრი და წითელი. მოცემული კერძის მოსამზადებლად შეიძინეთ თეთრი მარცვლები.

ნეკერჩხლის ვაჟინი

შემდეგი პროდუქტი, რომელიც მოცემული კერძის მოსამზადებლადაა საჭირო, გახლავთ ნეკერჩხლის ვაჟინი. ნეკერჩხლის ვაჟინი ცნობილია, როგორც რაფინირებული შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა. იგი 15-ჯერ უფრო მდიდარია კალციუმით, ვიდრე თაფლი; სასარგებლოა გულისთვის და მამაკაცის რეპროდუქტიულობის ასამაღლებლად. ნეკერჩხლის ვაჟინი მდიდარია მაგნიუმით და თუთიით. აღნიშნული პროდუქტი ორგვარი შეფერილობისაა - ღია და მუქი. ფაფის მოსამზადებლად გამოიყენეთ ღია შეფერილობის ნეკერჩხლის ვაჟინი. კედრის კაკალი   კედრის კაკალი ასევე ჩემს მიერ დღეს შემოთავაზებული რეცეპტის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. ეს პროდუქტი:
  • მდიდარია k ვიტამინით;
  • მდიდარია მაგნიუმით;
  • მდიდარია კალიუმით;
  • ამცირებს წნევას;
  • აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას.
natagagua.com [post_title] => ნატა გაგუას საკუთარი ბლოგი აქვს - ჯანსაღი საუზმის რეცეპტი ცნობილი ექიმისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => nata-gaguas-sakutari-blogi-aqvs-jansaghi-sauzmis-recepti-cnobili-eqimisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-05-10 13:26:25 [post_modified_gmt] => 2017-05-10 09:26:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=129571 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 95778 [post_author] => 4 [post_date] => 2016-12-15 12:38:47 [post_date_gmt] => 2016-12-15 08:38:47 [post_content] => შესაძლებელია თუ არა სასურველ ფორმაში ჩადგომა ახალ წლამდე 2 კვირით ადრე, რამდენად ეფექტურია ”ვარსკვლავური” დიეტები და ის გასახდომი საშუალებები, რომლებიც აფთიაქში იყიდება, არის თუ არა ხანგრძლივ მოქმედი დღეს ასე პოპულარული ”დუკანის დიეტა” და არსებობს თუ არა იდეალური მენიუ საახალწლოდ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ”სტუმრად ექიმთან” ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ისაუბრა. ახალ  წლამდე დარჩა 2 კვირა, ყველას სურს იყოს განსაკუთრებულ ფორმაში. თუ არის რაიმე ისეთი დიეტა, რომელიც მოკლე ვადაში სასურველ ფორმაში ჩაგვაყენებს... ჩვენი საზოგადოება ორი პერიოდისთვის ემზადება საგანგებოდ, ეს არის ახალი წელი და ზაფხული. ზამთარში ძალიან მაღალია ვირუსით დაავადების რისკი, ამიტომ თქვენს მსმენელს ვთხოვ, რომ ამ დროისთვის რადიკალურ დიეტებს თავი აარიდონ. საახალწლო პერიოდში ვერ გავექცევით მძიმე და კალორიული საკვების მიღებას და შეიძლება უკურეაქცია მივიღოთ, დაბრუნდეს დაკლებული წონა და გამოვიწვიოთ რაიმე დაავადებაც. პირველ რიგში ჯანსაღი კვება გულისხმობს ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვების მიღებას. განსაკუთრებით მათთვის, ვინც მარხვაზეა, ვიტყვი, რომ შეუძლიათ იკვებონ მრავლფეროვნად. სასურველია კვებისას ყველა ჯგუფის პროდუქტი გამოვიყენოთ. საკვები უნდა მივიღოთ ჯერადად და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გამოყენებული პროდუქტის ხარისხი და მომზადების წესი. ძალიან მნიშვნელოვანია წყლის სწორი მიღება. ერთ კილოგრამ მასაზე აუცილებელია 30 მლ წყალი, თუმცა ეს წესი ეხება ნორმალური წონის მქონე ადამიანებს. თუკი საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან, ან სიმსუქნის ხარისხია, საშუალოდ 2 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო. წყლის მიღების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე და ჭამიდან მინიმუმ ერთი საათის შემდეგ. რას გულისხმობთ მრავალფეროვან საკვებში, როგორი უნდა იყოს მენიუ? ბოსტნეული, სეზონური ხილი, აუცილებელი არ არის ცივ ამინდებში მხოლოდ ცოცხლად მივირთვათ, შეიძლება გრილზე შეწვათ, ან ჰაერღუმელში გამოვაცხოთ. კარგია რძის ნაწარმი, ბურღულეული დილით და ვინც არ იცავს მარხვას, კარგია თევზი და ხორცი განსაკუთრებით სადილის დროს. ჯანსაღი წესისთვის მთავარია ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა, თუ ჩვენ იმ დროს, როდესაც ვფიქრობთ რას ვღებულობთ, როგორ ვღებულობთ, ვართ მშვიდად, ყოველთვის ვახერხებთ მივიღოთ დოზირებულად. თუკი აფორიაქებულია ადამიანი, ვერ ნაყრდება, ვერ აკონტროლებს ის საკუთარ საქციელს. ნელა კვება უმნიშვნელოვანესი პრინციპია, ჩვენს ფსიქოემოციურ ფონზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ყოველდღიურად ინტერნეტში გვხდება სხვადასხვა ”ვარსკვლავური დიეტა”, რამდენად სწორია მივდიოთ მათ რჩევებს? ”ვარსკვლავური დიეტები” იმიტომ არის პოპულარული, რომ წონას სწრაფად აკლებინებს. ადამიანი უნდა დაფიქრდეს რის ხარჯზე იკლებს, ცხიმოვანი ქსოვილის, თუ კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე, წყლის დაკარგვის ხარჯზე, თუ საკუთარი ნერვული სისტემის უკიდურესად გადაძაბვის ხარჯზე... ჩვენ მხოლოდ მინუს კილოგრამები არ უნდა გვაინტერესებდეს, მნიშვნელოვანია თმა, კანი, შრომისუნარიანობა. კონკრეტული დიეტა კონკრეტულ ადამიანზეა მორგებული. თუ პროდუქტები, რომლის მეშვეობითაც შედგენილია დიეტა არ გიყვართ, მე გირჩევთ არ დაიცვათ ასეთი დიეტა. რას იტყვით დუკანის დიეტაზე, ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოში წონაში სწორედ მისი მეშვეობით დაიკლო... ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი არის სანთლით საძებნელი. დუკანის დიეტა 70-იანი წლებიდან გამოჩნდა და ვერ ვიტყვი, რომ დიდი გამოცდილება დააგროვა. არის კლასიკა, კლასიკური ნუტრიციოლოგია, რომელმაც გაუძლო დროს, რომელიც მეცნიერთა ჯგუფების მიერ არის შედგენილი, არის კიდევ მასკულტურა. ის რაც სწრაფ შედეგს გვაძლევს და რაც ძალიან მოგვწონს, არ ნიშნავს, რომ ეს კარგია. რა არის ის ძირითადი კვლევები, რასაც ადამიანი გადის მანამ, სანამ თქვენ მასთან მუშაობას დაიწყებთ? ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ადამიანის ანამნეზი, რა დაავადებები გადაიტანა, როდის გაექცა წონა... სხვდასხვა კვლევების გათვალისწინებით ვიწყებთ ერთად მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი პაციენტები პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულები, წონის კლების მიხედვით, თუ როგორ გრძნობს თავს, ყოფნის თუ არა ულუფა, რა დადებითი და უარყოფითი ჩივილები აქვს, რაციონში შემაქვს კორექცია და ვაღწევთ შედეგს. გარდა იმისა, რომ დაიკლო წონაში, მას აქვს ცოდნა, მართოს წონა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ეს არის, იმიტომ, რომ პაციენტი ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს. წლები ისე გადის, რომ მათ პრობლემები აღარ აქვთ. იმდენად ჰარმონიულია მათთვის ახალი კვების მოდელი, ვერც კი გრძნობენ, რომ რაიმე შეზღუდეს. თქვენი წარმატების საიდუმლო არის ის, რომ პატივს სცემთ თქვენი პაციენტების არჩევანს, თქვენ გიყვართ ისინი, არ ხართ რადიკალური და არ უკრძალავთ დღესასწაულებზე ცოტათი თავის განებივრებას, მაგალითად გოზინაყს და ჩურჩხელას ახალ წელს... მე არ მომბეზრდება ჩურჩხელასა და გოზინაყზე საუბარი, ყველა ინგრედიენტი არის ჯანსაღი და თუკი დაცულია რეცეპტი, მართალია კალორიულია, მაგრამ მე ვფიქრობ, 2-3 დღე არაფერს ”დააშავებს”, ყველა ჩვენგანში ხომ მაინც ბავშვი ცხოვრობს. ჩემი რჩევაა, იყოს კალორიული პროდუქტი, მაგრამ იყოს ჯანსაღი. იმისათვის რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ შეგვექმნას, ერთ დღეში ბევრი ნიგოზი არ მიიღოთ, ჩურჩხელა, ფხალეულობა, გოზინაყი, საცივი... ალკოჰოლს რაც შეეხება, ასევე დოზირებაა მნიშვნელოვანი. შეარჩიეთ მხოლოდ ერთი სასმელი, არევა არ არის კარგი. რომელი სასმელიც ერგება, ის უნდა მიიღოს, თუკი ადამიანს სურს არ დაარღვიოს საკვებით და დაარღვიოს სასმელით, კარგია ღვინოსთან ყველი, მეორე დღეს ადამიანი თავს უფრო მსუბუქად იგრძობს. საახალწლო სუფრაზე ბევრია გამომცხვარი... რაც ყველაზე ძალიან გხიბლავთ, ის აირჩიეთ. თუ გიყვართ ხაჭაპური, აირჩიეთ ხაჭაპური, ახალი წელი მხოლოდ კვება ხომ არ არის, ხომ უნდა ვიმხიარულოთ, ვიცეკვოთ. წარმოიდგინეთ, ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი ყველაფერი ერთად - რა ხდება კუჭში. მთავარია მეტი დადებითი ემოცია და ნაკლები ჭამა-სმა. დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ წყლის სარგებლიანობაზე, საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ სულაც არ არის საჭირო დიეტა, წყალი ისედაც გამოიწვევს წონაში კლებას... წყალი სტრატეგიული მნიშვნელობის სითხეა, მითუმეტეს ახლა, როდესაც ეკოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმეა. წყალი გვეხმარება მარტივად გამოვიტანოთ ის ალერგენები, რაც  დღის განმავლობაში გროვდება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, როგორ ვიკვებებით. მე არ მჯერა, რომ წყლით ვინმე დაიკლებს, მჯერა იმის, რომ შიმშილი დაიკმაყოფილა წყლის მიღებით. როდესაც წყალს ვიღებთ, ისე ძალიან აღარ გვშია. უზმოზე ორი ლიტრი წლის მიღება რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, ხშირად მეკითხებიან, ყავა და ჩაი თუ ანაცვლებს წყალს, არა, არ ანაცვლებს, თუკი ყავას ვსვამთ, უფრო მეტი წყალი უნდა მივიღოთ, შარდმდენი ეფექტი აქვს და იმიტომ. რას იტყვით ე.წ. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე... გონივრული განტვირთვის დღეები, მაგალითად მონო დიეტა და არა მხოლოდ წყალი კარგია. როდესაც გვინდა წონაში დავიკლოთ, ჭარბი წონის შემთხვევაში არ ამართლებს სრული შიმშილი. არ შეიძლება დღეს მე მივირთვა შაურმა, ხაჭაპური, ხვალ ვიშიმშილო და ზეგ ისევ სწრაფ კვებას მივმართო. განტვირთვამდეც და შემდეგაც მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვება. ახალი წლის შემდეგ გვეწყება ხოლმე დეპრესია, იმიტომ რომ ბევრი მივირთვით და მოვიმატეთ წონაში... როგორია თქვენი მოსაზრება გასახდომი პრეპარატების ან ჩაის მიმართ? გასახდომი საშუალება მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. არის პრეპარატები, რომლებიც მხოლოდ სპეციალისტების მიერ ინიშნება და არის კიდევ ბიოაქტიური პრეპარატი, რომლის წინააღმდეგიც მე სულაც არ ვარ. როდესაც პაციენტი შედის აფთიაქში და თავად ირჩევს რომელიმე მათგანს, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მიიღოს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ყველა ბიოაქტიური საშუალება არის შარდმდენი, ან საფაღარათო საშუალება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წნევის ვარდნა, გამოფიტვა და ა.შ. რას იტყვით ქატოზე? ქატო არის ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა თუკი გონივრულად გამოვიყენებთ, როგორც გასახდომ საშუალებას, ან კუჭის მოქმედებისთვის. ქატო არის უჯრედისი, ის სხვადასხვანაირია, შეიძლება იყოს, შვრიის, ხორბლის, წიწიბურის, ბრინჯის და გასტროენტეროლოგები რაციონში მას   ხშირად ნიშნავენ. ქატოს არ ვურჩევ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ქორონიკული დაავადებები აქვთ, მათთვის კი ვინც არის ცილოვან დიეტაზე აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებენ გადალახონ ყაბზობა. ცილოვანი დიეტა შედის რადიკალური დიეტების რიცხვში და პოპულარულია იმიტომ, რომ სწრაფად აკლებინებს, მაგრამ ხშირად კუნთების გალევის ხარჯზე. ექიმის გარეშე, რადიკალურ დიეტებს ნუ მიმართავთ. რა რეკომენდაციებს მოგვცემთ ადამიანებს, რომლებიც ვემზადებით ახალი წლისთვის? დიეტა არ არის აკრძალვა, ეს თქვენი არჩევანია და უნდა მოირგოთ ისეთი მოდელი, რომელსაც დიდ ხანს ხალისით შეასრულებთ. ურთულესი პერიოდია პირველი სამი კვირა. ბავშვებს რაც შეეხება არასოდეს კატეგორიულად არ აუკრძალოთ საყვარელი პროდუქტი, სჯობს დაითანხმოთ, მოეფეროთ, რაღაც შუალედი უნდა მონახოთ. რაც შეეხებათ ორსულებს, თქვენს მიერ მიღებული საკვები გამოიყენება თქვენი შვილის საშენ მასალად. თქვენს მიერ არჩეული საკვებით ყალიბდება პატარას ორგანოები, ამაზე მეტს მომავალ დედებს ვერაფერს ვეტყვი. ყველას ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს. მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, მოეფერეთ საკუთარ თავს, ვეცადოთ ჯანსაღი კვებით ხელი შევუწყოთ ბრძოლას არსებობისთვის. გადაცემის ჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2016/12/stumrad-eqimtan-14.12.mp3"][/audio] [post_title] => ნატა გაგუა: „ჭარბი წონის შემთხვევაში სრული შიმშილი და განტვირთვის დღე არ ამართლებს“ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => nata-gagua-charbi-wonis-shemtkhvevashi-sruli-shimshili-da-gantvirtvis-dghe-ar-amartlebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2016-12-17 18:58:04 [post_modified_gmt] => 2016-12-17 14:58:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=95778 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 46885 [post_author] => 2 [post_date] => 2016-04-29 14:08:27 [post_date_gmt] => 2016-04-29 10:08:27 [post_content] => სააღდგომო მარხვა ყველაზე მეტ ხანს გრძელდება, ორგანიზმი გადაჩვეულია ცხოველური ცხიმების მიღებას და ამიტომ, სადღესასწაულო სუფრაზე მოლხენის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გარდაუვალია. დიეტოლოგი ნატა გაგუა საკუთარ ბლოგზე გვაძლევს რჩევებს, როგორ ვიკვებოთ მარხვის შემდეგ :   ყველაზე მეტად აღდგომის დღესასწაული მიყვარს. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არასოდეს არაფერია გვიან. ნებისმიერ დროს შეგიძლია, ყველაფერი თავიდან დაიწყო, გამოასწორო, აღადგინო, განაახლო, შეცვალო... გარდა დიდი რელიგიური და გნებავთ ფილოსოფიური დატვირთვისა, ამ დღეს ჩემთვის, როგორც ნუტრიციოლოგისთვისაც, დიდი მნიშვნელობა აქვს. სააღდგომოდ ჩემს ნამარხულევ პაციენტებს საგანგებო რეკომენდაციებით, რჩევებითა და გაფრთხილებებით ვამზადებ ხსნილისთვის. ეს აუცილებელია, რადგან კვების ახალ სტილზე გადაწყობა ორგანიზმისთვის უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ მოხდეს.   მარხვა - საუკეთესო განტვირთვა ორგანიზმისთვის თუ მარხვას სწორად იცავთ - ბოსტნეულით, ხილით და ბურღულეულით იკვებებით - გამოდის, რომ ამით თქვენს ორგანიზმს ერთგვარ განტვირთვას უწყობთ. შეიძლება ითქვას, რომ მარხვის დროს ორგანიზმი ცხოველური პროდუქტებისგან ისვენებს; კუჭ-ნაწლავი განებივრებულია. ამ დროს თქვენს ორგანიზმში ფერმენტები სხვა შემადგენლობით გამომუშავდება; კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი და კუჭი უკვე გადართულია მცენარეული საკვების მონელებაზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მარხვის დასრულების შემდეგ სწორად და უსაფრთხოდ გადახვიდეთ ხსნილზე. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის პრობლემები აქვთ.   ტრადიციული სააღდგომო სუფრა გავიხსენოთ, რა დომინირებს ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზე: კულიჩი, პასკა, კვერცხი და მცირეოდენი ღვინო. - სულ ესაა. ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზე ხორცი არ მოიაზრება.     აქვე შევნიშნავ, რომ იმას, რასაც ჩვენ პასკას ვეძახით, სინამდვილეში არის კულიჩი. ხოლო პასკა სულ სხვაგვარად - ცხიმიანი ხაჭოთი, კვერცხით, ქიშმიშით და კარაქით - მზადდება. ნამდვილი სააღდგომო პასკა არ შეიცავს ფქვილს და არ ცხვება ღუმელში).           სააღდგომო სუფრის ტრადიცია ნამდვილად გასათვალისწინებელია. - პროფესიული თვალსაზრისითაც რეკომენდებულია, რომ მარხვის შემდეგ არასამარხვო პროდუქტი კვების რაციონში ნელ-ნელა შემოვიდეს. - ჯერ რძის ნაწარმი, შემდეგ კვერცხი, ხოლო მოგვიანებით ხორცი.   გაიხსნილეთ რძის ნაწარმით პირველი კვირის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ რძის ნაწარმს - ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს... ასევე სააღდგომო კულიჩს (მცირე ულუფებით, რადგან მაღალკალორიულია). რაც შეეხება კვერცს, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის დღესასწაულზე თითქმის ყველა ოჯახში უხვადაა სააღდგომო კვერცხი, გაითვალისწინეთ, რომ ნამარხულევი ორგანიზმისთვის კვერცის გადამეტებული დოზით მიღება  ძალიან სარისკოა. - დღის განმავლობაში რეკომენდებულია მაქსიმუმ, 2 ც მოხარშული კვერცხი. ღვინო სააღდგომოდ ტრადიციულ სააღდგომო სუფრას ღვინო უხდება. მომარხულეებისთვის, რომლებსაც წონის პრობლემა არ აქვთ, სააღდგომოდ მცირე დოზით ტანინიანი ღვინის მიღება სასარგებლოც კია. გადამეტებული არაფერი ვარგა, თუმცა ნატურალური ღვინო - ეს ნამდვილად სამკურნალო სითხეა, რომელსაც ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს (ამ თემაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად დავწერ)...   მცირე გამონაკლისი ხორცის მოყვარულთათვის პირველი კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ კვების რაციონში ნაკლებად ცხიმიანი ხორცი (მაგალითად, ინდაური ან ქათამი) და თევზი მცირე დოზით შეიტანოთ. კვების ჩვეულ სტილს კი სრულად მხოლოდ მეორე კვირის დასაწყისიდან უბრუნდებით.   შექმენით დამცავი ზონა წყლითა და ბოსტნეულით რადგანაც აღდგომის პირველ კვირაში ორგანიზმში ერთბაშად შემოდის „დავიწყებული“ ცხოველური ცხიმი და ცილა, ჩემი რჩევაა, საკვები შედარებით მცირე ულუფებით მიიღოთ - მინიმუმ, 2-საათიანი შუალედებით. ნუ დაივიწყებთ ბოსტნეულს. მას ხსნილის პირველ კვირაში ერთგვარად, ბუფერის როლი ენიჭება. თუ ცხოველურ საკვებს ბოსტნეულთან ერთად მიიღებთ, პროდუქტს ორგანიზმი უფრო ნელა აითვისებს. შედეგად, კუჭ-ნაწლავიც უფრო მარტივად გაუმკლავდება ცხოველურ ცილასა და ცხიმს და დანაყრების შეგრძნებაც დიდხანს გაგყვებათ. ასევე არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება; შეზღუდეთ ტკბილი და ზედმეტად მარილიანი საკვები. და ბოლოს... აღდგომის უდიდეს და ულამაზეს დღესასწაულზე მარტო საკვებზე ნუ იქნებით ორიენტირებულნი. დასვენების დღეების მხოლოდ სუფრასთან გატარება არც ისე კარგი იდეაა. გაზაფხული დადგა და ფეხით სეირნობის მეტი საშუალებაა. შეეცადეთ, აღდგომის დღესასწაული ლამაზ და ჯანსაღ გარემოში აღნიშნოთ, სადაც ნაკლები საკვები და მეტი სუფთა ჰაერი იქნება. ქრისტე აღდგა! [post_title] => რა საკვებით გავიხსნილოთ მარხვა - ნატა გაგუას რჩევები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-sakvebit-gavikhsnilot-markhva-nata-gaguas-rchevebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-04-15 03:43:25 [post_modified_gmt] => 2017-04-14 23:43:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=46885 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 129571 [post_author] => 4 [post_date] => 2017-05-10 13:26:25 [post_date_gmt] => 2017-05-10 09:26:25 [post_content] => დიეტოლოგმა ნატა გაგუამ საკუთარი ბლოგის წერა დაიწყო, სადაც სასარგებლო პროდუქტის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გაგვანდობს. ცნობილმა ექიმმა გადაწყვიტა, ბლოგი ჯანსაღი საუზმის რეცეპტით გახსნას და ამ მხრივ თავისი შეხედულებები გაგვანდო. ბლოგის მკითხველებმა უკვე იცით ჩემი ლაბორატორიის შესახებ. დაპირებისამებრ, ვიწყებ სასარგებლო და გემრიელი რეცეპტების თქვენთვის გაზიარებას. გადავწყვიტე, ჯანსაღი საუზმით დავიწყო. ქინოა ვაშლითა და დარიჩინით სასარგებლო და გემრიელი 2 ულუფა საჭირო ინგრედიენტები:
  • ქინოა  (მოხარშული) - 4 ს/კ
  • ვაშლის მოზრდილი ნაყოფის ½
  • კედრის კაკალი (ფიჭვის თესლი) – 1 ს/კ
  • ნეკერჩხლის ვაჟინი (სიროფი) – 1 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ
  • ნუშის რძე - 1 ს/კ
  • დარიჩინი - ½ ჩ/კ
მომზადების წესი: ქინოა მარილიან წყალში დაახლოებით 15 წუთი ხარშეთ. როგორც კი მისი ნახევრადგამჭვირვალე და თეთრი ნაყოფი/მარცვალი ქერქიდან გამოჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქინოა მზადაა. ის ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ, დაუმატეთ ნუშის რძე, გათლილი და გახეხილი ვაშლი და 5 წუთით შედგით 180 გრ c-ზე გახურებულ ჰაერღუმელში. როგორც კი ღუმელიდან გამოიღებთ, მოასხით ზეითუნის ზეთი, ნეკერჩხლის ვაჟინი, მოაყარეთ დარიჩინი და კედრის კაკალი. შემდეგ კარგად მოურიეთ და მიირთვით თბილი. ქინოა - სასარგებლო და უებარი ჩემს მიერ შემოთავაზებული პირველი კერძის მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ქინოა. ამ ბევრისთვის უცნობი, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროდუქტის შეძენა ჩვენს ბაზარზე უკვე შესაძლებელია. რისთვისაა სასარგებლო ქინოა:
  • არ შეიცავს გლუტეინს;
  • მდიდარია მცენარეული ცილებით;
  • მდიდარია ანტიოქსიდანტებით;
  • შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს;
  • მდიდარია რკინით, კალციუმით, ფოსფორით.
რაც შეეხება ქინოას გარეგნულ მახასიათებლებს: მას ორი ფერის მარცვალი აქვს - თეთრი და წითელი. მოცემული კერძის მოსამზადებლად შეიძინეთ თეთრი მარცვლები.

ნეკერჩხლის ვაჟინი

შემდეგი პროდუქტი, რომელიც მოცემული კერძის მოსამზადებლადაა საჭირო, გახლავთ ნეკერჩხლის ვაჟინი. ნეკერჩხლის ვაჟინი ცნობილია, როგორც რაფინირებული შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა. იგი 15-ჯერ უფრო მდიდარია კალციუმით, ვიდრე თაფლი; სასარგებლოა გულისთვის და მამაკაცის რეპროდუქტიულობის ასამაღლებლად. ნეკერჩხლის ვაჟინი მდიდარია მაგნიუმით და თუთიით. აღნიშნული პროდუქტი ორგვარი შეფერილობისაა - ღია და მუქი. ფაფის მოსამზადებლად გამოიყენეთ ღია შეფერილობის ნეკერჩხლის ვაჟინი. კედრის კაკალი   კედრის კაკალი ასევე ჩემს მიერ დღეს შემოთავაზებული რეცეპტის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. ეს პროდუქტი:
  • მდიდარია k ვიტამინით;
  • მდიდარია მაგნიუმით;
  • მდიდარია კალიუმით;
  • ამცირებს წნევას;
  • აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას.
natagagua.com [post_title] => ნატა გაგუას საკუთარი ბლოგი აქვს - ჯანსაღი საუზმის რეცეპტი ცნობილი ექიმისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => nata-gaguas-sakutari-blogi-aqvs-jansaghi-sauzmis-recepti-cnobili-eqimisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-05-10 13:26:25 [post_modified_gmt] => 2017-05-10 09:26:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=129571 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 3 [max_num_pages] => 1 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 0953dd283191cf3f65d80846bfd0216d [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები