LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრუ ბრალდებები არასათანადო ხარისხზე ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად – “ნილი”

85

შპს “ნილი”, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ კომპანია “ნილი” ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და კომპანიის გარშემო ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი, დაინტერესებული მხარეების ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებების შედეგია.

“ჩვენი კომპანია 2005 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე, 13-წლიანი მუშაობის განმავლობაში კომპანია არაერთი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა. კომპანია დღეს დარგის ლიდერია და ცრუ ბრალდებები არასათანადო ხარისხზე მხოლოდ ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. “ნილის” ხარისხი აღიარებულია ასობით სერთიფიკატით, ლაბორატორიული კვლევებითა და იმ ნდობით, რომელიც კომპანიამ ამ დროის განმავლობაში მოიპოვა. თითოეულ იმ პროდუქტს, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ საბავშვო ბაღებსა და სხვა ობიექტებს, ინტენსიურად (ხშირ შემთხვევაში თვეში ერთხელ) უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რაც იმის დასტურია, რომ “ნილის” პროდუქციის უმაღლესი ხარისხი გარანტირებულია”, – ნათქვამია კომპანია “ნილის” საგანგებო განცხადებაში.

ნილის ინფორმაციით, 2011 წელს კომპანიამ განახორციელა მასშტაბური პროქტი, კერძოდ, ქსნის #15 და რუსთავის #16 დაწესებულებებში ააშენა პურის ქარხნები, რომლებშიც დაასაქმა მსჯავრდებულები ანაზღაურებით.

როგორც შპს ,,ნილის“ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ამაყობს აღნიშნული პროექტით, ვინაიდან ასეულობით ადამიანს მისცა დასაქმების, განვითარებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საშუალება. 2015 წლიდან კომპანია ახორციელებდა მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებში გახსნილი უფასო სასადილოების 12 000-მდე ბენეფიციარის მომსახურებას. კომპანიის ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შპს ,,ნილი“ სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი ტრანსპორტით, ყოველდღიურად, უზრუნველყოფდა სტრატეგიულ სიმაღლეებზე განლაგებული საჯარისო დანაყოფების პურით მომარაგებას.

კომპანიის ცნობით, 2008 წლის ომის შემდეგ, შპს ,,ნილმა“ გაეროსგან სამადლობელი წერილი მიიღო. დღეისათვის საწარმო აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გერმანული წარმოების თანამედროვე როტაციული ღუმელებით. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 100-მდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები