LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუდი დღე: ზაზას ორად ორი ქულა და თან წაგება

39

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” მოულოდნელად შინ 86:99 დამარცხდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი და 32 წამი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 5-დან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “მეომრებმა” მეტოქეზე ოთხი ქულით მეტი ჩააგდეს, რაც თანაგუნდელებს შორის საუკეთესო შედეგი გახლავთ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტმა” სეზონის ყველაზე სუსტი მეოთხე მეოთხედი ჩაატარა, რომელშიც 12:27 დამარცხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ზაზას ბოლო პერიოდში არ უთამაშია. მატჩში ყველაზე მეტი 25-25 ქულით კლეი ტომპსონი და “ბოსტონის” ლიდერი აიზეა ტომასი გამოირჩნენ.

“გოლდენ სტეიტი” 52 მოგებით და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” გასვლაზე “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 11 მარტს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები