LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკერბერგის პირველი კომენტარი “ფეისბუქის” ახალ ღილაკებზე

51

„ფეისბუქს“ გუშინ ახალი რეაქციები დაემატა. სოციალური ქსელის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ ახალ რეაქციებს შორის ყველაზე პოპულარული, ჯერ-ჯერობით, სიყვარულის ღილაკია.

„ჩვენი ახალი რეაქციები მსოფლიოს მასშტაბით უკვე გაშვებულია  – „მოწონების“ ახალი ღილაკი მეტი ემოციის გამოხატვის საშუალებას გაძლევთ. ყველაფერი, რასაც აზიარებთ, სასიხარულო არ არის. ხან გინდათ დაწეროთ რამე სევდიანი, ან გამაღიზიანებელი. დიდი ხნის მანძილზე გვთხოვდნენ, დაგვემატებინა ღილაკი „არ მომწონს“, რადგან გამოეხატათ საკუთარი უარყოფითი რეაქცია პოსტების მიმართ.

დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი ამ საკითხზე გუნდთან ერთად. ჩემი მიზანი იყო, შემექმნა მარტივად გამოსაყენებელი ღილაკი. შედეგად კი გვაქვს რეაქციები, რომლებიც მოგცემთ საშუალებას, გამოხატოთ სიყვარული, სიცილი, გაოცება, სევდა ან გაბრაზება. ამ დრომდე სიყვარულის ღილაკი ყველაზე პოპულარულია,რაც ძალიან მიხარია,“-წერს ცუკერბერგი „ფეისბუქზე“.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/zuck/videos/10102670721833831/?pnref=story” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები