LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა ჩაქვში 13 წლის ტურისტ გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

138

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ 13 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლის საფუძველზე აღიძრა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას, დამნაშავის მიერ წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 13 წლის გოგონა საქართველოს მოქალაქე არ არის. იგი სასტუმროში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, არსებული ინფორმაციით, იგი სასტუმრო „ოაზისში“ არ მუშაობს და არც ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.