LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – გიორგი კვირიკაშვილი

59

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების 33%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 860 ათასს მიაღწია.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ვიზიტორთა ამ რაოდენობაში არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე მსოფლიოს 97 ქვეყნის მოქალაქეებიც.

„ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება. ეს პრიველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ერთვება მიკროგრანტების პროგრამაში და „უმასპინძლე საქართველოში“, მათ აქვთ შესაძლებლობა წამოიწყონ ამ პროგრამების მეშვეობით ბიზნესი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ რომ 3 500 000 ლარი შეადგინა  მარტო მარტვილის კანიონის და მისი შემოგარენის მოსახლეობსითვის შემოსავლებმა. ეს იმითაა განპირობებული, რომ აშენდა იქ ვიზიტორთა ცენტრი და ინრასქტურქუტრა მოეწყო. 2016 წლის შემდეგ მარტო მუნიციპალიტეტსი 15 საოჯახო სასტუმრო გაიხსნა,“ –  განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები