LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაისჯება ყველა, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა – ჯეჯელავა

38

„აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა,“ – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების “ქართული ოცნების” დროშებით გადაღებული ფოტოს კომენტირებისას განაცხადა.

ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა.

“საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევსნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები