LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულები უკვე დიდი ხანია, გათავისუფლდნენ – ბაციკაძე

64

დაკავებულები უკვე დიდი ხანია, გათავისუფლდნენ, თუმცა მათი გათავისუფლება მომიტინგეების ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ განაცხადა.

„მათ, როგორც ჩანს, კონკრეტული დავალებები აქვთ, იმიტომ რომ ეს ჯგუფები საკმაოდ ორგანიზებულები გამოდგნენ. ამ ჯგუფების პროვოცირებული იყო, სწორედ,ქვების სროლა.

კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები აქტიურობდნენ მიტინგების მართვის დროს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები აქტიურობდნენ და სათავეში ედგნენ პროტესტის ამ ჯგუფებს,” – აღნიშნა ბაციკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები