LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამზადებულია სსრკ-ში: პოსტსაბჭოთა ქვეყნების სიმბოლურში ორი ქართველი მოხვდა

212

პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა საიტმა sports.ru-მა რუსეთის ჩემპიონატის ისტორიაში სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც მხოლოდ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების წარმომადგენლები შეიყვანა. ამ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

 

მალხაზ ასათიანი – 2003-2010, ლოკომოტივი – 125 მატჩი 6 გოლი

შვიდი სეზონის განმავლობაში (კიევის „დინამოში“ იჯარა არ ითვლება) მალხაზი „ლოკომოტივის“ დაცვის საიმედოობის გარანტად რჩებოდა. თანაბარი წარმატებით შეეძლო ეთამაშა როგორც ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ასევე საყრდენ ზონაში. რკინიგზელთა რიგებში ასათიანი ქვეყნის ჩემპიონი გახდა 2004 წელს, ხოლო 2005-ში სუპერთასი მოიგო. ის ორჯერ მოხვდა რუსეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.

 

გიორგი დემეტრაძე – 1998-1999, 2002, 2005 – ალანია, ლოკომოტივი – 76 მატჩი 43 გოლი

1998 წლის შუაწელს გიორგი ვალერი გაზაევის მიწვევით „ფეიენოორდიდან“ „ალანიაში“ გადავიდა და უცებ დაიწყო მეტოქე გუნდების კარის დალაშქვრა. მარტო 1998 წლის სეზონის მეორე წრეში დემეტრაძემ 14 გოლი შეაგდო 15 მატჩში, ხოლო მომდევნო წელს 21 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამის შემდეგ ის კიევის „დინამოში“ გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ფორვარდი რუსეთში დაბრუნდა, თავიდან „ლოკომოტივში“, შემდეგ ისევ „ალანიაში“, მაგრამ თამაშის ხარისხით ეს ის დემეტრაძე აღარ იყო.

 

სრული სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები