LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩება თუ არა მაყურებელი ქართული არხების გარეშე?

203

საკაბელო ტელევიზიები, სავარაუდოდ, ექვს ქართულ არხს 1 დეკემბრიდან აღარ გათიშავენ.

“სილკ ტივიმ” თადარიგი უკვე რამდენიმე თვეა დაიჭირა და მომხმარებლებისთვის დამატებითი როუტერების დარიგება დაიწყო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას არხების გათიშვა-არ გათიშვასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ამავდროულად, გრძელდება დამატებითი როუტერების დარიგების პროცესი, იმისთვის, რომ არხების გათიშვის შემთხვევაში, კომპანიის მომხმარებლებს მათი ყურების საშუალება კვლავ ჰქონდეთ (გადახვევის ფუნქციის გარეშე)

„პროცესი მიმდინარეობს. ყველასთან ერთად ვერ მივლენ. სილკ ტვ-ის ყველა მომხმარებელი აუცილებლად მიიღებს დამატებით როუტერს“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ სილკ ტივის წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ გადაწტვეტილების მიღების შემდეგ, სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.

„ფორტუნამ“ მაგთიკომთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მაგთიკომის საიტზე კი აღნიშნულია, რომ ქართული არხების მოთხოვნის გამო, მათი ყველა პაკეტის საფასური 2 ლარით იზრდება.

“გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბრიდან 6 ქართული ტელეარხის: (რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯიდიესი) ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. ტელევიზიის ყველა პაკეტის ფასი გაიზრდება 2 ლარით (ტარიფი მოიცავს არხების რეტრანსლირების უფლების საფასურსა და სხვა ყველა გადასახადს)”, – ნათქვამია მაგთიკომის საიტზე.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისიდან ექვსი ტელეარხის რეტრანსლირების უფლება „მედია რაით ჯორჯიას“ მიენიჭა. მან კი ქართული არხების სახელით, კომპანიებს, ტელევიზიების პროდუქციის გავრცელებაში, საფასური მოსთხოვა.

კომპანიებმა თავიდან აღნიშნული მოთხოვნა გააპროტესტეს, ისინი ამ არხების გათიშვასაც გეგმავდნენ და ამბობდნენ, რომ ამით თავად ტელევიზიები დაზარალდებოდნენ.  „მედია რაით ჯორჯია” კი მოლაპარაკებებს ითხოვდა.

უფრო ვრცლად, გაეცანით ჩვენს სტატიას, როდის, როგორ და რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი: ქართული არხები ფასიანი ხდება?! – მიზეზები და მხარეების პოზიციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები