LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო იმედაშვილს მაღაზია არასრულწლოვნებმა სამჯერ გაუტეხეს – რატომ არ იჭერენ ქურდ მოზარდებს

107

რეჟისორ დათო იმედაშვილს, რომელიც მაღაზიათა ქსელ„ ღრუბელს“ ფლობს, კოსტავაზე მდებარე ფილიალი 14 წლამდე მოზარდებმა სამჯერ გაუტეხეს. სამივე შემთხვევაში დათომ მიმართა სამართალდამცველებს, მას აქვს ვიდეო, სადაც მოზარდები მაღაზიაში შეჭრის მომენტში არიან ასახულები, თუმცა სამწუხაროდ, სამართალდამცველებმა რეაგირება ვერ მოახდინეს და აღნიშნეს, რომ მათი დაჭერის შემთხვევაში სასამართლო მაინც გამოუშვებს.

დათო იმედაშვილი:

ორი თვის წინ კოსტავას ფილიალი პირველად გაგვიტეხეს. ეს ბიჭები, ძირითადად, ვაკე-საბურთალოზე მოძრაობენ, მაგრამ კოსტავას ფილიალს გადაეკიდნენ რატომღაც. პირველივე შემთხვევის შემდეგ შევატყობინე სამართალდამცველებს, მაგრამ მითხრეს, რომ მათ დაკავებას აზრი არა აქვს, რადგან სასამართლო მაინც გამოუშვებს. 14 წლამდე მოზარდებს საერთოდ არაფერი ემუქრებათ. ანუ შეუძლიათ, მოვიდნენ, მომკლან და პასუხს არ აგებენ… თუ ჩემს საკუთრებაში შემოიჭრნენ და მე იარაღით დავიწყე მისი დაცვა, იქით დამიჭერენ…

გამოსავალი არ არის?

გამოსავალია ის, რომ მთელი ქალაქი გისოსებში ჩაჯდეს. თუ ასე გაგრძელდა, ყველას მოუწევს „დაგისოსება“. მე ვაპირებ. დავუვლი ყველა ფილიალს და ჩავსვამ გისოსებში. თანაც, ეს ყველაფერი უკვე რომატიზმში გადადის, ასეთი ბიჭები მოსწონთ, ქურდები უნდა გავხდეთო, ამბობენ… ეს ბიჭები 14 წლამდე არიან, მგონი, ერთი გადასცდა ამ ასაკს მხოლოდ და მას შეიძლება, რაღაც დაემუქროს, მაგრამ ცოტა ხნით, დიდი არაფერი…

რა უცნაური ამბავია…

რა ვქნათ, ჩვენ ხო ლიბერალიზმის ფუძემდებლები ვართ (იცინის)…

შენ არ ხარ ლიბერალი?

მე მიყვარს ველური დასავლეთი, მოიპარავ – მოკვდები, იქურდებ – მოკვდები, იშრომებ – გამდიდრდები…

წინასაარჩევნო სლოგანად გამოდგებოდა…

(იცინის) ჩვენ თუ მოგვწონს დასავლეთი, ის ასე არ შენდებოდა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები