LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ

74

მსახიობ დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ თბილისში,  5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით,  მსახიობს თავს ნიღბიანი პირი დაესხა და ბეისბოლის ჯოხით სცემა.

სოციალურ ქსელში დაშავებული მსახიობის ფოტოც გავრცელდა. როსტომაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. “ფორტუნას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომ ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

როგორც „ფორტუნას“  შსს-ში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები