LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჯერებელი სტატისტიკა: მესის და რონალდოს გოლი ვერ გააქვთ

54

არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფების 756 წუთში ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
სამწუხარო სტატისტიკა.

მესიმ დაასრულა რუსეთის მუნდიალზე გამოსვლა, მისმა არგენტინამ მერვედფინალში 3:4 წააგო საფრანგეთთან.
ლეომ ორი საგოლე პასი მისცა, მაგრამ თავად ვერ გაიტანა და ეს საშინელი სერია გააგრძელა. ოთხ ჩემპიონატში მესიმ 8 საპლეიოფო მატჩი ჩაატარა და ერთხელაც ვერ გამოიჩინა თავი (3 ასისტი).

იგივე ჭირს მესის მთავარ მეტოქეს კრიშტიანო რონალდოს. არც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს არ გაუტანია მუნდიალების პლეი-ოფში. წუხელ პორტუგალიამ ურუგვაისთან 1:2 წააგო და რონალდოც გავარდა. ეს მისი მე-5 მატჩი იყო პლეი-ოფში, ახლა უკვე 514 უგოლო წუთით. მესისგან განსხვავებით გოლი+პასის მიხედვით რონალდოს 0 ქულა აქვს, კრიშტიანოს შედეგიანი პასიც ვერ გაუკეთებია.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტისთვის მესი 35 წლის იქნება, რონალდო 27 წლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები