LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჯანდიერი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დეპორტაციაზე საუბრობს

74

„თუ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა ეხება იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია სხვა ქვეყანაში არ მოხდება,“ – ამის შესახებ  იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურების შესახებ განაცხადა.

როგორც დავით ჯანდიერმა აღნიშნა, პირველ რიგში, გასარკვევია, რა სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში მიმდინარეობს ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება.

თუ საკითხი ეხება ექსტრადიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნა მოთხოვნილი, რაშიც მე ამ შემთხვევაში, ეჭვი მეპარება, რადგან ნათელია, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა მიხეილ სააკაშვილის სახლში, ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება შეეფარდოს 40 დღის განმავლობაში პატიმრობა და შემდეგ სასამართლო განიხილავს მისი ექსტრადიციის საკითხს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა ვალიდურია, უკრაინის ხელისუფლებას აქვს უფლება უარი თქვას ექსტრადიციაზე, თუკი მის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წარმოება. მესამე საკითხი არის ის, რაც მე ყველაზე ნაკლებად მგონია ამ შემთხვევაში, რომ ეს პროცედურა უკავშირდებოდეს საზღვრის უკანონო კვეთას და აქედან გამომდინარე, იყოს, – განაცხადა ჯანდიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები