LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო

124
“მარგველაშვილ-უსუფაშვილი კონკურენტებად – ეს იყო ყველაზე რთულად წარმოსადგენი იმ წრისთვის, ვისთანაც მე მაქვს დღეს კომუნიკაცია. ამიტომ იყო მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ერთად გვეკეთებინა ეს საქმე, მაგრამ ვინაიდან მას პარტიული საქმიანობა არ და ვერ წარმოუდგენია, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს,“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა

„გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით,“ – აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ რადგან მარგველაშვილმა მისი წინადადება არ მიიღო, უსუფაშვილი თავად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„ჩემი და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა ასეთი შეთანხმებით, რომ მე ვაგრძელებ საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში მონაწილეობას. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო და სხვა არავის გადაწყვეტილებაზე აღარ არის დამოკიდებული. მე ქართველი ამომრჩეველი ოქტომბერში საარჩევნო ბიულეტენში მიხილავს. ჩვენი შეჯერებული პოზიციის მეორე ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები