LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: „კობახიძემ თვითონ მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი“

161
უსუფაშვილი

„კობახიძემ თვითონ მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა და აღნიშნულით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ერთად მოქმედებს და თუ პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ამით რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება.

რაც შეეხება უშუალოდ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, უსუფაშვილმა საკუთარი პოზიციის გამოთქმისგან თავს შეიკავა და აღნიშნა, რომ სასურველია პრეზიდენტმა ეს ინსტრუმენტი არამხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მოსაზრებებით გამოიყენოს.

ვიდეო: „რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესზე

„კობახიძეს გადაეცით, რომ თუ ეს გეგმა არსებობს, თავადაა ამის შემოქმედი, რადგან თავად მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი.

ირაკლი კობახიძე: „თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ რევოლუციური პროცესების წახალისებას ნიშნავს“

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს.“

შეწყალებებთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა და მაქვს პოზიცია, რომ ეს არის სახელმწიფოდ მეთაურის, პრეზიდენტის უზენაესი პრეროგატივა, რომელიც მე მინდა, რომ ამ თანამდებობის პირმა ყოველთვის გამოიყენოს იმ უკიდურესად უმნიშვნელოვანეს შემთხვევებში, როცა ამას ახლავს არამხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მოსაზრებები.

დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, დღემდე არც ერთ შეწყალებულ თუ შეუწყალებელ ადამიანზე არ გამომითქვამს პოზიცია და ახლაც თავს შევიკავებ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ალუდა ღუდუშაური: უმარტივესი „ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე – პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უსუფაშვილის თქმით, „ოცნების“ პროპაგანდაა, რომ „დემოკრატიული სამყარო არის მტერი და საფრთხე საქართველოსთვის და ასეთ დროს გადარჩენა არის ჩრდილოეთში – რუსეთში ან აღმოსავლეთში – ჩინეთში, ამ ვითარებაში კი ზურაბიშვილის მიმართ ეს რეპრესიული ნაბიჯი ჯდება მათ ლოგიკაში“.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წარდგინების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები